#კულტურა #კინო

ხვალ, ყველანი The why not gallery-ს უნდა ვესტუმროთ

გაზიარება:

უქმე დღეების გეგმა თუ კი ჯერაც არ გაგიწერიათ, მაშინ ვეცდებით მცირედი ბიძგი მოგცეთ და ერთ საინტერესო, ფრიად მნიშვნელოვან და ორიგინალურ ღონისძიებაზე გაგიკვლიოთ გზა The why not gallery-ში. შაბათს, 26 ივნისს, გალერეა, ვიდეო არტის სელექციაში ჩვენთვის აქამდე უცნობი თუ კარგად ნაცნობი და საყვარელი ხელოვანების ჩვენებას გამართავს, იმ შემოქმედების, რომლებიც მთელი ამ დროის მანძილზე აღგვაფრთოვანებდნენ და შთაგვაგონებდნენ.

ძალიან გვიხარია, რომ სრულიად არაჩვეულებრივ ხელოვანებს და მათ ფანტასტიურ ვიდეო ნამუშევრებს ვაჩვენებთ ხვალ

ვიდეო არტის სელექციაში მონაწილეობას მიიღებენ, ისეთი ხელოვანები, როგორებიც ევა ბალოდე, ანა გზირიშვილი, ანდრო ერაძე, მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე არიან. ღონისძიება 20 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

ლოკაცია: 20:00, 26 ივნისი, 50 აღმაშენებლის გამზ. სკვერი.

ზევით