#კინო

ყველაფერი, რაც YOU-ს მე-3 სეზონის შესახებ უნდა იცოდეთ

გაზიარება:

პირველი სეზონის გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ, You ეკრანებს მესამე ნაწილით უბრუნდება. ჯო გოლდბერგის (პენ ბედგლის) არანორმალური მიდრეკილებები მკვლელობებისკენ და სიყვარულის ძიების დაუძლეველი სურვილი გრძელდება, თუმცა სანამ ახალი სეზონის დეტალებზე დავიწყებდეთ საუბარს, ჯოს უკანასკნელი თავგადასავალი გავიხსენოთ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by YOU (@younetflix)

მეორე სეზონის დამაინტრიგებელი სიყვარულის ისტორია, ჯოს ლოს-ანჯელესში გამოჩენისთანავე დაიწყო, რა თქმა უნდა, მისთვის ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავდა და ლავი ქუინის (ვიქტორია პედრეტის) გულის მოგება მთავარმა პერსონაჟმა კვლავინდებური მანიაკალური მეთოდებით დაიწყო, თუმცა ამჯერად მის მცდელობებს წინაღობის გარეშე არ ჩაუვლია და მოულოდნელად ჯოს ცხოვრებაში წარსულმა იჩინა თავი.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by YOU (@younetflix)

ირონიულად ჟღერს, თუმცა სიყვარულმა ყველა დაბრკოლება გადალახა, შოკისმომგვრელმა სიუჟეტმა ბევრ დეტალს ახადა ფარდა და ახლა ჯო გოლდბერგი მამობისთვის ემზადება, Netflix-ის მიერ გავრცელებულ ახალ თიზერში კი საკმაოდ დამაინტრიგებელი დეტალები იკვეთება.

დავიწყოთ იმით, რომ You ეკრანებს ოქტომბრის თვეში დაუბრუნდება, დიდი პრემიერა Netflix-ზე 15 ოქტრომბერსაა ჩანიშნული. როგორც თიზერიდან ვიგებთ, ჯო გოლდბერგი მამობისთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადება, მიუხედავად იმისა, რომ მას მთელი გულით სურდა მისი შვილი გოგონა და არა ბიჭი და ამასთანავე მისი მცირე ვერსია ყოფილიყო, ცხოვრებამ მას ეს სიმშვიდე არ მიანიჭა და ჯომაც ვაჟისთვის სახელი ჰენრი შეარჩია.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by YOU (@younetflix)

მესამე სეზონში მოვლენები კალიფორნიაში განვითარდება, თიზერიდან უკვე შევიტყვეთ, რომ ჯო მამობას სერიოზულად უყურებს, თუმცა როგორი იქნება მისი და ლავის სიყვარულის ისტორიის გაგრძელება და რა სიგიჟეს მალავენ ისინი ნიღბების მიღმა, ამას ოქტომბერში შევიტყობთ.

ზევით