#კულტურა #კინო

ყველაფერი, რაც 2021 წლის Emmy Awards-ის შესახებ ვიცით

გაზიარება:

ამერიკული სატელევიზიო პრემიის, Emmy-ს რიგით 73-ე დაჯილდოების მთავარ ნომინანტებს შორის, ჩვენი გადამრჩენელი სერიალებისა და მსახიობების ამოკითხვა უკვე შეგვიძლია. წელს, ნომინაციების რაოდენობით (24 ნომინაციით) ისტორიული დრამა The Crown და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალი The Mandalorian ლიდერობენ, მათ შემდეგ კი საპატიო ადგილს 23 ნომინაციით The Handmaid’s Tale და Ted Lasso იკავებენ.

სად შეგვიძლია ვუყუროთ?

Emmy Awards საკაბელო ტელევიზიას ისევ იცვლის და ABC-ს ნაცვლად CBS-ზე კვირას, 19 სექტემბერს მოგვევლინება. წლევანდელი დაჯილდოების მასპინძელი ჯიმი კიმელი გახლავთ - "ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი, როდესაც ტელევიზია ჩემს საუკეთესო მეგობრად იქცა. სწორედ ამიტომ ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო ამ წლის Emmy Awards-ის მასპინძელი".

სად გაიმართება ცერემონია?

მიუხედავად იმისა, რომ დაჯილდოების ცერემონიის უმრავლესობა უკვე ოფლაინ რეჟიმში გადავიდა, Emmy Awards ამ წელს კვლავ ონლაინ ფორმატში მოგვევლინება, ამიტომ ჯიმი კიმელს, მცირე აუდიტორიის თანხლებით, Zoom-ის ჩატში მოუწევს ნომინანტებთან და გამარჯვებულებთან გასაუბრება.

ნომინანტთა სრული სიის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.

ზევით