#მუსიკა

ყველაფერი, რაც L’IMPÉRATRICE-ს Tako Tsubo-ს შესახებ უნდა იცოდეთ

გაზიარება:

L'Impératrice ფრანგული დისკო-პოპ ბენდია, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა. თანამედროვე დისკოსა და ფრანგული პოპის შერწყმით შექმნილმა მუსიკამ L'Impératrice-ს მსოფლიოს მასშტაბით გაუთქვა სახელი და თანამედროვეობის ერთ-ერთ ცნობილ ბენდად ჩამოაყალიბა.

2018 წელს, პარიზში დაფუძნებულმა სექსტეტმა, დისკო-პოპ სცენა სადებიუტო ალბომით Matahari-თ შტურმით აიღო. სამი წლის შემდეგ ფლორი, ჩარლზი, ჰაგნი, დევიდი, აჩილი და ტომი მუსიკალურ ინდუსტრიას რიგით მეორე ალბომით Tako Tsubo-თი დაუბრუნდნენ. 15 აგვისტოს, ახალი თაობის ბენდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული L'Impératrice სწორედ ამ ბოლო ალბომით დაანონსებული ტურის ფარგლებში ეწვევა საქართველოს და კონცერტს Black Sea Arena-ს ეზოში Front Stage-ზე გამართავს.

ტერმინი Tako Tsubo (იაპონური წარმოშობის) „გატეხილი გულს“ ნიშნავს, თუმცა რომანტიკული ინტერპრეტაციის მიღმა, რაც შეიძლება ამ ტერმინს შევძინოთ, სამეცნიერო სფეროში ის ცნობილია, როგორც სინდრომი ან მსუბუქი კარდიომიოპათია, რომელსაც სტრესული სიტუაციები იწვევს. ალბომი, L'Impératrice-სთვის, მსოფლიო პანდემიის გამოძახილად იქცა, იმ სტრესის რეფლექსიად, რომელიც მოულოდნელად დაგვატყდა თავს. ფრანგული დისკო-პოპ ბენდი სწრაფად ადაპტირდა ახალ რეალობასთან და დროის მოთხოვნებს Tako Tsubo-თი გასცა პასუხი.

თითოეული სიმღერა ალბომში რეაქციული და სენტიმენტალურია, ისინი ავსებენ ერთმანეთს და წარმოგვიდგენენ მთლიანობას, რომელიც ჩვენი რეალობის ზუსტი ანარეკლია

ბოლო პერიოდის ერთ-ერთმა ყველაზე ავანგარდულმა ნამუშევარმა ახალი ფუტურისტული სინთეზატორებით, ინოვაციური ხმების დანერგვით და რაც ყველაზე მთავარია აუდიოვიზუალური კონტენტიდან კონცეფციის აგებით, კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები დაიმსახურა და პარიზული სექსტეტიც მსოფლიოსთვის „გატეხილი გულის“ გასაცნობად გაემგზავრა.

Tako Tsubo მნიშვნელოვნად განსხვავდება L'Impératrice-ის სადებიუტო ალბომისა და წინა ჩანაწერებისგან. ეს არის ალბომი, რომელსაც ნებისმიერი აუდიტორიის გაცოცხლება და აყოლიება შეუძლია, რა თქმა უნდა, მსმენელი ამ პროცესის მთავარ გმირად გვევლინება. თუ გსურთ თავად გახდეთ Black Sea Arena-ზე L'Impératrice-ის დღესასწაულის მონაწილე, აუცილებლად გაეცანით ჩვენს სტატიას, საჭირო ინფორმაციითა და დეტალებით დახუნძლულს.

15 აგვისტოს კონცერტის ბილეთების შეძენა შესაძლებელია www.bsa.ge-ზე.

ზევით