ყველაფერი, რაც რაიან მერფის Capote vs. The Swans-ის შესახებ ვიცით

რაიან მერფის ანთოლოგიის Feud-ის მეორე ნაწილი ეკრანებზე ბრუნდება, თანაც ძალიან რეალური ისტორიითა და საოცნებო სამსახიობო შემადგენლობით. Capote vs. The Swans ტრუმენ კაპოტესა და მისი სოციალისტური „გედების“ სკანდალურ და ნამდვილ ამბავს მოგვიყვება, რომელმაც 1970-იანი წლების მანჰეტენის მაღალი საზოგადოება შეძრა.

დემი მური ენ ვუდვორდის როლში 

დიდი ხნით დაგვიანებული FX-ის მინისერიალი, რომელსაც ახლა ქვესათაურად Capote vs. The Swans ეწოდა, პირველად 2022 წლის აპრილში დაანონსდა, როდესაც Deadline-მა განაცხადა, რომ პროექტი ლოურენს ლიმერის ბესტსელერი წიგნის ადაპტაცია იქნებოდა. სერიალი ფოკუსირებული იქნება 1950-იან 60-იან წლებში, კარიერულ მწვერვალზე მყოფი ამერიკელი რომანისტის ტრუმენ კაპოტესა და მისი მომხიბვლელი ქალი მეგობრების ჯგუფზე, რომლებიც იმ დროინდელი ნიუ-იორკის მაღალი საზოგადოების ყველაზე ლამაზ ქალ წევრებად მიიჩნეოდნენ.

ტომ ჰოლანდერი ტრუმენ კაპოტეს როლში

მწერლის ახლო მეგობართა წრეში შედიოდნენ ბეიბი პეილი, CBS მაგნატის უილიამ ს. პეილის ცოლი; ლუსი დუგლასი - ამერიკელი მსახიობი და ცნობილი გამოცემების გარეკანის გოგონა, ცნობილი სასცენო სახელით - C.Z. Guest; ლი რაძივილი, ჯეკი კენედის უმცროსი და, რომელიც დაქორწინებული იყო ევროპელ პრინცზე; სლიმ კიტი, მოგვიანებით ლედი კიტი, კალიფორნიელი ნამდვილი IT გოგონა და მრავალი სხვა.

ქლოი სევინი C.Z. Guest-ის როლში

ისინი ყველგან თან ახლდნენ ტრუმენ კაპოტეს, წვეულებებსა და ოფიციალურ შეხვედრებზე, ტურნეებსა თუ მოგზაურობებში, ქალები, რომლებსაც „გედები“ ეწოდათ რომანისტის მთავარ მხარდაჭერებად მოიაზრებდნენ.

დაიან ლეინი სლიმ კიტის როლში

თუმცა ერთი შეხედვით ურყევი ურთიერთობა ტრუმენსა და მის „გედებს“ შორის, 1975 წელს, რომანის La Côte Basque 1965-ის გამოსვლით ჩამოინგრა, რომელშიც, ინსპირაციას მოკლებულმა მწერალმა, საკუთარი მეგობრების საიდუმლო ისტორიების მოყოლა დაიწყო. „უპასუხო ლოცვების“ გამოქვეყნებას სწრაფი და სასტიკი პასუხი მოჰყვა - სრული სოციალური იზოლაცია.

მოლი რინგვალდი ჯოან კარსონის როლში

FX-მა საბოლოოდ გამოაქვეყნა სერიალიდან პირველი კადრები და შესაძლებლობა მოგვცა, გავლენიანი ქალების როლში, ცნობილი მსახიობები გვეხილა. ნაომი უოტსი იყო პირველი მსახიობი, რომელიც პროექტზე კაპოტეს უახლოესი მეგობრის ბეიბი პეილის როლზე მიიწვიეს, ქალის, რომლის დაკარგვაც მწერალს ყველაზე მეტად სტკენდა გულს. ტრუმენის ღალატიდან რამდენიმე წელიწადში ბეიბი სიმსივნით გარდაიცვალა.

კალისტა ფლოკჰარტი ლი რაძივილის როლში

ნაომისთან ერთად სერიალში აგრეთვე მონაწილეობენ დემი მური, ქლოი სევინი, დაიან ლეინი, მოლი რინგვოლდი და ტომ ჰოლანდერი ტრუმენ კაპოტეს როლში. მიუხედავად იმისა, რომ FX-ს სერიალის გამოსვლის ოფიციალური თარიღი ჯერაც არ გამოუქვეყნებია, მოსალოდნელია, რომ მას მაყურებელი 2024 წლის ზამთარში იხილავს.

ზევით