ჯიჯი ჰადიდი ქალიშვილთან ერთად NEW YORK-ის ქუჩებს იპყრობს

gigi hadid baby cover

ჯიჯი ჰადიდი ქალიშვილთან ერთად ისევ ნიუ იორკის ქუჩებს იპყრობს. ახალგაზრდა მოდელი, რომელსაც ზეინ მალიკისგან პირველი შვილი სექტემბერში შეეძინა, პაპარაცებმა ბავშვის ეტლით სეირნობისას დააფიქსირეს.

ლამაზმანის გამორჩეული სტილის შეგრძნება არსად დაკარგულა.

ამჯერად ჯიჯიმ მონოქრომული ჩაცმულობა შეარჩია. მოდელმა ერთმანეთს MANGO-ს ყავისფერი პალტო, კარამელისფერი Dear Frances-ის ჩექმა, ამავე ფერის Louis Vuitton-ის ქუდი და DMY BY DMY-ის მზის სათვალე შეუხამა.

gigi bella ny

რამდენიმე კვირის წინ დასთან ერთან ნიუ იორკის ქუჩებში ბელა ჰადიდიც გამოჩნდა. გოგოებმა პატარა ერთად გაასეირნეს, თუმცა პაპარაცებისთვის ბელას და ჯიჯის თითოეული გამოჩენა მოდური ფოტოსესიის ტოლფასია. მაშინ ჰადიდები მუქი ფერის სამოსში იყვნენ გამოწყობილი და შავი ფერის პირბადეებით ინიღბებოდნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამაოდ.

ზევით