ტორი ბარჩის PRE-FALL 2021კოლექციის უბრალოება

ტორი ბარჩმა ახალი კოლექცია წარმოგვიდგინა, რომლის სილამაზეც, დიზაინერი თქმით უბრალოებაშია.

tory burch

„ახლა, მოდის დიზაინისთვის საინტერესო დროა“, - ამბობს ბარჩი. „მეტად ინტროსპექტული გავხდით, ვაანალიზებთ, თუ რა გვჭირდება სინამდვილეში და რა იქნება სამუდამო. და მე მომწონს ეს გამოწვევები“.

tory burch

კოლექციის სილამაზე, მართლაც რომ დახვეწილ უბრალოებაშია. ვფიქრობთ, ახალმა გამოწვევებმა, რომლებიც პანდემიას თან ახლავს, უნდა დაგვანახოს, რომ გიჟური ტემპი, რომელიც დღევანდელ მოდას თანახლავს, უნდა შენელდეს! ტენდენციები, რომელიც გამუდმებით იცვლება - შენელდეს! მოდა აღარ უნდა იყოს სწრაფი სიჩქარით ცვალებადი. ადამიანებიც, განსაკუთრებით ქალები,  უნდა მიხვდნენ, რომ იყო მოდური, არ ნიშნავს გიჟურად მისდევდე ტენდენციებს. სტილი შინაგანია, რომელსაც ვერცერთი ბრენდი ვერ შეგიქმნის!

tory burch

ზევით