ბენედიქტ კამბერბეჩი: „ბავშვებით და ოჯახებით, უკრაინელები რაკეტების წვიმაში გადარჩენას ცდილობენ“
#ცნობილები„ბავშვებით და ოჯახებით, უკრაინელები რაკეტების წვიმაში გადარჩენას ცდილობენ“ - ბენედიქტ კამბერბეჩი.
„ბავშვებით და ოჯახებით, უკრაინელები რაკეტების წვიმაში გადარჩენას ცდილობენ“ - ბენედიქტ კამბერბეჩი.
უკრაინაში, რუსეთი ჯარების შეჭრის შემდეგ, არაერთი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლი განადგურდა, უდიდესი კულტურული ზიანის ფონზე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც იუწყებოდა, რომ კიევის ჩრდილო-დასავლეთით სოფელ ივანკოვში, დიდი დაპირისპირების შემდეგ ისტორიის მუზეუმი და მასთან ერთად ცნობილი უკრაინელი მხატვრის მარია პრიმაჩენკოს უნიკალური ნამუშევრები განადგურდა.
ვოვას და ოლენას სიყვარულის ისტორია ათწლეულებს ითვლის. მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირი და ელენა ერთ სკოლაში 10 წელიწადი სწავლობდნენ, მომავალი პრეზიდენტი მომავალ ცოლს არ იცნობდა, ოლენა ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ის ყოველთვის მოკრძალებული და მორცხვი გოგო იყო, რომელსაც ხმაურიანი კომპანიები და უცნობებთან საუბარი არასდროს უყვარდა.
უკანასკნელი 5 დღის განმავლობაში, ჩვენ მომსწრე გავხდით ქართველი ერის თანადგომის უსაზღვრო უნარის, რომელიც ალტრუიზმში - უანგარო დახმარებაში გამოიხატა. ბუნებრივია, როდესაც შენს მოძმე ერს უჭირს, ყოველ წამს იმაზე ფიქრში ატარებ როგორ დაეხმარო უკრაინელებს.
რადგან პროტესტის გამოხატვის, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, ლაკონიური და ძლევამოსილი გზა ხელოვნებაა, ქართველი არტისტები ერთიანდებიან და XXI საუკუნის რევოლუციური სიტყვით - NFT კოლექციით შეეცდებიან საკუთარი წვლილი შეიტანონ უკრაინის ფონდში.
ორბელიანების სასახლე, სადაც სასტუმრო "მუზეუმია" განთავსებული ისტორიული ნაგებობაა. ადგილი, სადაც საუკუნეების წინ დიდგვაროვანი ორბელიანების ოჯახი ცხოვრობდა, დღეს მზად არის უსასყიდლოდ უმასპინძლოს საქართველოში დარჩენილ უკრაინელ ტურისტებს, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას და საჭიროებენ დახმარებას.
PSP სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და უკრაინელი ხალხისთვის გასაგზავნად 200 000 ლარის მედიკამენტები და პირველადი დახმარებისთვის საჭირო ნივთები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
2015 წელს ზელენსკიმ განასახიერა როლი, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა და ფიქციურმა როლმა მალე 44 მილიონიანი ქვეყნის ნამდვილ პრეზიდენტად აქცია. შოუში "ხალხის მსახური" მან განასახიერა სკოლის მასწავლებელი, ვასილ პეტროვიჩი, რომელიც ამ თანამდებობისთვის საჭირო გამოცდილებისა თუ ცოდნის გარეშე ქვეყნის ლიდერი გახდება. გადაცემამ იმხელა პოპულარობა მოიპოვა, რომ კვარტალ 95-მა თავისი სახელით პოლიტიკური პარტია შექმნა.
უკრაინელი ერის მხარდაჭერა დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეების მხრიდან, ასევე კომპანიებისგან ჰუმანიტარული დახმარების სახით. ჩვენი რედაქციის ყურადღება, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა სრულიად უკრაინისკენ არის მიმართული, კომპანიებმა ჯპს და ფარმადეპო მიიპყრო. სააფთიაქო ქსელებმა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ჯამში 1 მლნ-ზე მეტი ლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფენ.
Anonymous-ი კიბერ ომს აგრძელებს და ის რუსული ენერგოგიგანტის, გაზპრომის ვებგვერდსაც დაესხა. „გათიშულია უკრაინაში მცხოვრები ხალხის მხარდასაჭერად“, - წერს ჰაკერული დაჯგუფება, რომელმაც ცოტა ხნის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტიც დაჰაკა.