კულტურა

BAFTA 2024: ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის აკადემიამ გამარჯვებულები გამოავლინა

BAFTA 2024: ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის აკადემიამ გამარჯვებულები გამოავლინა

ბრიტანეთის სატელევიზიო და კინო ხელოვნების აკადემიამ, Royal Festival Hall-ში BAFTA-ს, რიგით 77-ე დაჯილდოების ცერემონიას გასულ ღამეს უმასპინძლა. ბრიტანული კინოაკადემიის „ოსკარად“ წოდებულ „ბაფტას“, ტრადიციისამებრ, საღამოს გამარჯვებულები და რაც უფრო მთავარია, ტრიუმფატორები ჰყავდა.

ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონია, მერაბ დვალიშვილი ჩემპიონობის პრეტენდენტი

ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონია, მერაბ დვალიშვილი ჩემპიონობის პრეტენდენტი

UFC-ის ქართველი გულშემატკივრებისთვის დღეს დიდი დღეა, ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონია! ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართულ ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი, არც მეტი არც ნაკლები ნოკაუტით დაამარცხა და საკუთარი საჩემპიონო ეპოქის წერას შეუდგა.

„მარო“ - 19 თებერვალს სალომე ბენიძის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება

„მარო“ - 19 თებერვალს სალომე ბენიძის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება

19 თებერვალს, მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღეს, საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში, სალომე ბენიძის ახალი წიგნის „მაროს“ წარდგენაა დაგეგმილი. საქართველოს ისტორია წარმოუდგენელია მაროს – ამ მარადიული გოგოს გარეშე, მას და მის ეპოქას კი კიდევ უფრო ცოცხალს ქმნის სალომე ბენიძე თავის ტექსტში, რომელსაც ამ გამორჩეულ წიგნში, თათია ნადარეიშვილის ილუსტრაციებით იხილავთ.

IN THE NAME OF LOVE

IN THE NAME OF LOVE

ჩვენი დროის ყველაზე პოპულარულ ფოტოზე აღბეჭდილია ახალგაზრდა წყვილი, რომელიც ერთმანეთს ვანკუვერის არეულობის დროს კოცნის.  ფოტო კანადელმა ფოტოჟურნალისტმა, რიჩარდ ლამმა 2011 წლის 15 ივნისს გადაიღო. ჰოკეის კლუბმა, Boston Bruins-მა სტენლის თასი მოიგო, რის საპასუხოდაც Vancouver Canucks-ის ფანებმა ვანკუვერის ცენტრში არეულობა მოაწყვეს. დაპირისპირების დროს სულ მცირე 140 ადამიანი დაშავდა. დაშავდა ფოტოზე აღბეჭდილი ახალგაზრდა ქალიც, მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო. დასამშვიდებლად კი მას შეყვარებულმა აკოცა. აი, სწორედ ეს მომენტი უკვდავყო რიჩარდ ლამმა.

თეატრალური ფესტივალის ფარგლებში თბილისს ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე ეწვევიან

თეატრალური ფესტივალის ფარგლებში თბილისს ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე ეწვევიან

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, საქართველოში მსახიობები ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე ჩამოვლენ. ცნობილი მსახიობების მონაწილეობით, 22 და 23 მარტს, გრიბოედოვის თეატრში ტიმოფეი კულიაბინის სპექტაკლი „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“ გაიმართება.

„დროის ნაწნავები“ ქართული კულტურისა და ქრისტიანული სამყაროს გზების გადაკვეთის რეფლექსია

„დროის ნაწნავები“ ქართული კულტურისა და ქრისტიანული სამყაროს გზების გადაკვეთის რეფლექსია

9 თებერვალს, ზარბრიუკენის მოედანზე ახალი ქანდაკება გამოჩნდა. ქალაქის ცენტრში, მოულოდნელად დადგმული სამი მეტრის სიგრძის მონოლითური ქანდაკება, გამოჩენის მომენტიდან იქცა განხილვის საგნად. ადამიანები მისი წარმომავლობით და სიმბოლური დატვირთვით იმდენად დაინტერესდნენ, რომ ცდილობდნენ პასუხებისთვის სოციალურ ქსელში მიეკვლიათ.

SUPER BOWL 2024: სპორტის, მუსიკისა და სიყვარულის ზეიმი

SUPER BOWL 2024: სპორტის, მუსიკისა და სიყვარულის ზეიმი

11 თებერვალს, Allegiant Stadium-მა ამერიკული სპორტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საღამოს, სუპერბოულს უმასპინძლა. ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL-ის) ჩემპიონატის ფინალი, Kansas City Chiefs-სა და The San Francisco 49-ს შორის გაიმართა და წელს პირველად, ამ უკანასკნელის მაყურებლების რიგებს ასი ათასობით გოგონა შეუერთდა, რაც თავისთავად, ტეილორ სუიფტის დამსახურებაა.

GRAMMYS 2024: ტეილორ სვიფტის ისტორიული გამარჯვება და  დაჯილდოების სხვა ტრიუმფატორები

GRAMMYS 2024: ტეილორ სვიფტის ისტორიული გამარჯვება და დაჯილდოების სხვა ტრიუმფატორები

მუსიკალური სამყაროს „ოსკარად“ წოდებულმა „გრემის“ 66-ე ყოველწლიურმა დაჯილდოებამ, 2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2023 წლის 15 სექტემბრამდე, საუკეთესო ჩანაწერების ავტორები, კომპოზიციები და შემსრულებლები გამოავლინა. გამარჯვებულები The Recording Academy-ის წევრების მიერ, 2024 წლის 4 თებერვალს შეირჩნენ. ხმისჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდო წელს, 94 კატეგორიის გამარჯვებულებს გადაეცათ, რომელთა შორისაც იყვნენ საღამოს ტრიუმფატორები და ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი ნომინაციის მფლობელებიც.

რას ვუყუროთ თებერვალში? - 10 ახალი ფილმი და სატელევიზიო შოუ, რომელსაც ველოდებით

რას ვუყუროთ თებერვალში? - 10 ახალი ფილმი და სატელევიზიო შოუ, რომელსაც ველოდებით

დრამა, თრილერი, კომედია, სამეცნიერო ფანტასტიკა, ისტორიული თუ ბიოგრაფიული ფილმები, 2024 წლის თებერვალი განსხვავებული გემოვნების მაყურებელზეა გათვლილი. თვის განმავლობაში არა ერთი მნიშვნელოვანი პრემიერაა ჩანიშნული, რომელსაც თქვენს ადგილას არ გამოვტოვებდით. წარმოგიდგენთ The Diary-ს 10 რჩეულ ფილმსა და ეკრანიზაციას, რომელსაც თებერვალში მოუთმენლად ველოდებით.

„კანაგავას ტალღის ქვეშ“: 5 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ჰოკუსაის შედევრის შესახებ

„კანაგავას ტალღის ქვეშ“: 5 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ჰოკუსაის შედევრის შესახებ

„კანაგავას ტალღის ქვეშ“, აგრეთვე ცნობილი როგორც „დიდი ტალღა“, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავცელებული ნამუშევარია, რომელსაც მუზეუმის კოლექციების გარდა შეხვდებით თითქმის ყველგან, პრინტებით დაწყებული, ფაზლებითა და ჩანთებით დამთავრებული. კაცუსიკა ჰოკუსაის უკიო-ე ჟანრის შედევრი, პოპკულტურის განუყრელ ნაწილად იქცა, თუმცა რამ განაპირობა გრავიურის მსგავსი პოპულარობა და რა გამოარჩევს „დიდი ტალღას“, დღეს სწორედ ამის გარკვევას ვეცდებით.

ზევით