შექსპირის პიესის ახალი ვერსია - როგორია რომეოსა და ჯულიეტას სიყვარული 21-ე საუკუნეში?!
#აფიშარომეო და ჯულიეტა, ორი დიდი გვარის, მონტეგებისა და კაპულეტების დაპირისპირებებში გახვეული წყვილია. შექსპირის ეს ორი პერსონაჟი საუკუნეებია რაც მარადიული და დამანგრეველი სიყვარულის სიმბოლოა. მაისის ბოლოს, ლონდონის თეატრში, ჯეიმი ლოიდი უკვდავ პიესას დადგამს, რომლის მთავარი როლის შემსრულებლებიც უკვე ცნობილია.