ბრიტანეთის სატელევიზიო და კინო ხელოვნების აკადემიამ, Royal Festival Hall-ში BAFTA-ს, რიგით 77-ე დაჯილდოების ცერემონიას გასულ ღამეს უმასპინძლა. ბრიტანული კინოაკადემიის „ოსკარად“ წოდებულ „ბაფტას“, ტრადიციისამებრ, საღამოს გამარჯვებულები და რაც უფრო მთავარია, ტრიუმფატორები ჰყავდა.
2024 წლის BAFTA-ს ნომინაციების ლიდერი Oppenheimer, წელს სწორედ ერთ-ერთ მთავარ ტრიუმფატორად მოგვევლინა. გარდა იმისა, რომ ეკრანიზაციამ წლის საუკეთესო ფილმის სტატუსი მოიპოვა, მისი რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი საუკეთესო რეჟისორად მოგვევლინა. მსახიობებმა კილიან მერფიმ და რობერტ დაუნი უმცროსმა კი საუკეთესო მსახიობისა და საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის ჯილდოები გადაინაწილეს. საბოლოოდ, 13 ნომინაციიდან Oppenheimer-მა 7 ოქროსფერი ჯილდო დაისაკუთრა.
თავისი პირველი BAFTA-ს გადაცემისას, კრისტოფერ ნოლანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სტუდია Universal-ს, „იმისთვის, რომ გვაძლევს საშუალებას ავიღოთ რაღაც ბნელი და მასში პოტენციალი დავინახოთ“.
გასული ღამე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა Poor Things-ის შემოქმედებითი გუნდისთვისაც. ბერძენი რეჟისორის იორგოს ლანთიმოსის ეკრანიზაციამ, Oppenheimer-ის შემდეგ ყველაზე მეტი - 5 პრიზი დაისაკუთრა, მათ შორის საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო ემა სტოუნისთვის.
The Holdovers-ის ვარსკვლავი დევაინ ჯოი რენდოლფი, ამ დაჯილდოებების სეზონის განმავლობაში, წარმატებით აგრძელებს მეორეხარისხოვან მსახიობთა კატეგორიაში დომინირებას. მსახიობმა BAFTA-ს ოქროსფერი ქანდაკების მოპოვებაც მოახერხა და ჯილდოც და სამადლობელი სიტყვაც თავის თანავარსკვლავს, პოლ ჯამატის მიუძღვნა. „ღმერთო, მე ვტირი ყოველ ჯერზე, როცა შენს სახელს ვამბობ. შენ წარმოადგენ ყველაფერს შესანიშნავს და საოცარს ამ შემოქმედებაში”.
რეჟისორ ჯონათან გლეიზერის ჰოლოკოსტის შემზარავმა დრამამ, სახელწოდებით The Zone of Interest, BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე კუთვნილი აღიარება მოიპოვა. ფილმი გახდა წლის საუკეთესო ბრიტანული ფილმისა და წლის საუკეთესო არაინგლისურენოვანი ფილმის კატეგორიების გამარჯვებული.
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, Barbie, Saltburn, Maestro და მარტინ სკორსეზეს ეპიკური Killers of the Flower Moon, BAFTA-ს ჯილდოების გარეშე დარჩნენ.
რამდენიმე წლიანი გაურკვევლობის შემდეგ, 77-ე ცერემონიისთვის BAFTA-მ, დევიდ ტენანტში საბოლოოდ იპოვა მასპინძელი, რომელიც სტივენ ფრაისს საპატიოდ ჩაანაცვლებდა. The Doctor Who-ს მსახიობი, გასული საღამოს ერთ-ერთი ვარსკვლავი გახლდათ, რომელმაც ბრიტანელი და არაბრიტანელი სტუმრების მოხიბვლა საკუთარი იუმორისტული გამოსვლებით, ერთნაირად მოახერხა.
2024 წლის BAFTA-ს სხვა მთავარი ნომინაციების: საუკეთესო ანიმაციის, კოსტიუმების დიზაინისა და ორიგინალური თუ ადაპტირებული სცენარის გამარჯვებულები, შემდეგნაირად გადანაწილდნენ:
წლის საუკეთესო ფილმი - Oppenheimer
წლის საუკეთესო ბრიტანული ფილმი - The Zone of Interest
წლის საუკეთესო რეჟისორი - კრისტოფერ ნოლანი (Oppenheimer)
წლის საუკეთესო ორიგინალური სცენარი - ჯასტინ ტრიტი და არტურ ჰარარი Anatomy of a Fall
წლის საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - კორდ ჯეფერსონი American Fiction
წლის საუკეთესო მსახიობი ქალი - ემა სტოუნი
წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - კილიან მერფი
წლის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი - დავინ ჯოი რენდოლფი
წლის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემრულებელი მამაკაცი - რობერტ დაუნი უმცროსი
წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი - The Zone of Interest
წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - 20 Days In Mariupol
წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმი - The Boy And The Heron
წლის საუკეთესო კოსტუმების დიზაინი - ჰოლი უადინგტონი (Poor Things)
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.
გოგონებო, პრინცესას კაბები მოამზადეთ, დედოფალი მია თერმოპოლისი მალე ისევ ეწვევა თავის სამეფოს. უკვე დიდი ხანია ვიცით, „პრინცესას დღიურები“ ტრილოგიით ბრუნდება, თუმცა არ იყო ცნობილი ვიხილავდით თუ არა მასში ენ ჰეთევეის. რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა თავად გაგვიზიარა ემოციები მესამე ნაწილში მონაწილეობის შესახებ.
რომან დოლიძისა და კევინ ჰოლანდის ბრძოლა მხოლოდ ერთი რაუნდი გაგრძელდა, რადგან ჰოლანდმა ნეკნის დაზიანება მიიღო. გამარჯვების შემდეგ, რომანმა UFC-ის მიმართა, რომ შემდეგი ბრძოლა დეკემბერში სურს.