#მოგზაურობა

5 POP-UP ევროპის საუკეთესო სანაპიროებზე

გაზიარება:

ზაფხულის სეზონზე მაღალი მოდის ბრენდები დროებით ბუტიკებს ევროპის კურორტებზე ხსნიან. კაპრი, იბიცა, მონტე-კარლო და სენ-ტროპე – ადგილები, სადაც მოდა ფიზიკურ სივრცედ გარდაიქმნება და სეზონის ესთეტიკას განსაზღვრავს.

დიორი კაპრიზე

Dior, Dior Pop Up, დიორი, კაპრი, იტალია

იტალიის კურორტი, კაპრი არაერთხელ გამხდარა დიზაინერების ინსპირაცია და მაღალი მოდის სამყაროს მასპინძელი. წელს, Il Riccio-ს რესტორანი და სანაპირო კლუბი უკვე მეოთხედ იქცა Dior-ის დროებით ბუტიკად. გარემო Toile de Jouy-ს ელეგანტური ნიმუშებითაა გაფორმებული, ხოლო ბუტიკში წარმოდგენილი Dioriviera-ს კოლექცია მარია გრაცია კიურის ეკუთვნის. Il Riccio-ში შეგეძლებათ გემრიელი სადილი მიირთვათ, გაირუჯოთ და იშოპინგოთ. წელს დიორის ბუტიკები მხოლოდ კაპრიზე არ დაგხვდებათ. ფრანგული ბრენდის Dioriviera 9 პოპ-აპშია წარმოდგენილი, მათ შორის იბიცასა და კანში.

დოლჩე & გაბანა ზღვისპირა ოაზისებში

Clap House, Ibiza, Dolce&Gabbana Pop-Up, დოლჩე & გაბანა
Clap House, Ibiza

Dolce & Gabbana კი შვიდ საზაფხულო პოპ-აპს გვთავაზობს, მათ შორის ორი ახალი ლოკაციაა: იბიცასა და Forte dei Marmi-ზე. ბრენდის გამორჩეული პოპ-აპი პორტოფინოში გახლავთ, სადაც ატმოსფერო მწვანე და თეთრ ფერებში, Verde Maiolica-ს თემით შთაგონებული პრინტებითაა შექმნილი.

Dolce&Gabbana Pop-Up, დოლჩე & გაბანა, პორტოფინო

აქ ყველა დეტალი გათვალისწინებულია – დაგხვდებათ რბილი ხალათები, გაფორმებული მაგიდები და, რა თქმა უნდა, სამოსი და აქსესუარები. მეორე პოპ-აპი კი ესპანურ კურორტზე, მარბელიაშია, სადაც ბრენდის დახვეწილი სტილი ცისფერი ტონალობებითაა გადმოცემული.

Dolce&Gabbana Pop-Up, დოლჩე & გაბანა, La Cabane, მარბელია, Marbella,

JACQUEMUS მონტე-კარლოში

Jacquemus-მა და Monte-Carlo Société des Bains de Mer-მა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ზღვისპირა სივრცე შექმნეს. მონტე-კარლოს სანაპირო ფრანგული ბრენდის სტილშია გაფორმებული და იქ 7 ოქტომბრამდე ბრენდის ლიმიტირებული კოლექციით სავსე ბუტიკი დაგხვდებათ.

Jacquemus, Jacquemus Pop-Up, Monte-Carlo, ჟაკმუ, მონტე-კარლო
Ph: Yoann & Marco

პოპ-აპის დეკორაციის მთავარი გმირები ბანანისფერი ყვითელი და შავ-თეთრი ზოლები არიან. ბუტიკში ყველაფერი, დაწყებული ქოლგებიდან, დამთავრებული პროვანსის სახლებით ინსპირირებული დეკორით, სამხრეთულ სულს ასხივებს.

Jacquemus, Jacquemus Pop-Up, Monte-Carlo, ჟაკმუ, მონტე-კარლო

JAMES PERSE სენ-ტროპეში

კალიფორნიული მოდის სახლი ამ ზაფხულს სენ-ტროპეს Indie Beach-ს იპყრობს, იმავე ადგილს, სადაც შარშან Jacquemus-ის პოპ-აპი გახლდათ. ბუტიკში დაგხვდებათ James Perse-ის ექსკლუზიური კოლექცია, რომელიც ხელმისაწვდომი მხოლოდ Indie Beach-ის სივრცეშია.

James Perse Pop-Up, Indie Beach, სენ-ტროპე

კოლექცია აერთიანებს ბრენდის კლასიკური სტილის ლუქებს და ისეთ უნიკალურ ნივთებს, როგორიცაა სპეციალურად ამ პოპ-აპისთვის შექმნილი სერფინგის დაფები. კოლექციაში მალიბუს თანამედროვე სტილი ფრანგულ ელეგანტურობასთანაა შეხამებული.

James Perse Pop-Up, Indie Beach, სენ-ტროპე

ზევით