#სპორტი #მოდა

საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999 X ლუკა მიქაძე

გაზიარება:

საფეხბურთო კლუბ „იბერია 1999“-ის ფეხბურთელები 2025 წლის ევროპის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუკა მიქაძის მიერ შექმნილი სამოსით გამოჩნდნენ.

იბერია 1999, ლუკა მიქაძე, FC Iberia, Matic Vrbanec, Anes Rusevic, Giorgi Kobaevichi

„კოლაბორაციის იდეა „იბერიას“ გაუჩნდა, კონკრეტულად ვიცე-პრეზიდენტ დავით ხეჩიკაშვილს. სამოსზე მუშაობისას მთავარი აქცენტი თავისუფალ სტილსა და დაუმუშავებელ ბოლოებზე გაკეთდა, ფერები კი „იბერიას“ იდენტობას ასახავს“, – ლუკა მიქაძე.

დიზაინერმა ლუკა მიქაძემ საფეხბურთო კარიერიდან მოდის სფეროში ცოტა ხნის წინ გადაინაცვლა, თუმცა ფეხბურთი მისი ცხოვრებიდან არსად წასულა. ეს საფეხბურთო კლუბთან ბრენდის უკვე მეორე კოლაბორაციაა. ცოტა ხნის წინ, ლუკამ ეროვნული ნაკრებისთვის ლიმიტირებული კოლექცია შექმნა.

Tornike Akhvlediani, თორნიკე ახვლედიანი, გიზი მამაგეიშვილი, Gizi Mamageishvili, FC Iberia, იბერია 1999, ლუკა მიქაძე, Luka Mikadze

ახლა კი, ლუკას სტილი გასული წლის უმაღლესი ლიგის ჩემპიონებმა მოირგეს.

„იბერია“ ძალიან სწორ გზას ადგას, რაც შედეგს აუცილებლად მოიტანს. მათ სულ სხვა ხედვა აქვთ და შიდა სამზარეულოში ჩახედვის შემდეგ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. მაშინვე გასაგები გახდა მათი შარშანდელი ჩემპიონობა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველობა“, – ლუკა მიქაძე.

FC Iberia, იბერია 1999, ლუკა მიქაძე, Luka Mikadze,

საფეხბურთო წარსულიდან გამომდინარე, ლუკა მიქაძისთვის ფეხბურთთან მსგავსი თანამშრომლობები მნიშვნელოვანი და სასიამოვნო პროცესია. „რამდენიმე უცხოურ საფეხბურთო კლუბთან კოლაბორაციის შესახებ უკვე გვაქვს მოლაპარაკება და ვნახოთ, როგორ ჩაივლის“, – ლუკა მიქაძე.

FC Iberia, იბერია 1999, ლუკა მიქაძე, Luka Mikadze, Tornike Akhvlediani, თორნიკე ახვლედიანი

ზევით