ანუკი არეშიძე Instagram-ზე 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის digital preview-ს გვთავაზობს. სამოსი და აქსესუარები მაღაზიებში 2021 წლის სექტემბერში გამოჩნდება, მანამდე კი დიზაინერი მომავალი კოლექციის შეთვალიერების საშუალებას გვაძლევს.
სოციალურ მედიაში განთავსებული ფოტოებიდან ჩანს, რომ კოლექციაში ჰაეროვანი ქსოვილების, ტყავისა და კრისტალების სინთეზს ვიხილავთ.
დიზაინერის ახალ კოლექციას ქვეყნის საზღვრებს გარეთაც ელიან. Anouki-ს სამოსი და აქსესუარები მსოფლიო მასშტაბით იყიდება და არა ერთი ვარსკვლავის, მათ შორის ქლოე კარდაშიანის გარდერობში ხვდება.

Anouk-ის კოლექციებს საზოგადოება Mercedes Benz Fashion Week Tbilisi-ის საშუალებით ეცნობა. კვირეულის წინა სეზონი online სივრცეში გაიმართა, რომელსაც ათასობით მაყურებელმა თვალი სპეციალურად შექმნილი ვებ გვერდის საშუალებით ადევნა.