შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი ზუსტად იციან, რა გვჭირდება ზაფხულში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე ცხელი თვე დადგა. აგვისტოს მზიან დღეებში, დამღლელი რუტინის ფონზე, პაუზის აღებაა აუცილებელი. Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ი სწორედ ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ რამდენიმე საათით ქალაქის ხმაურს მოწყდეთ და თავი ხანმოკლე, მაგრამ სრულფასოვან შვებულებაში იგრძნოთ.
სასტუმროს ღია აუზი, P’auza, თქვენს განკარგულებაშია, რათა დაისვენოთ, იცურაოთ და გემრიელი სასმელიც დააგემოვნოთ.

ღია აუზთან და კომფორტთან ერთად, აქ დაგხვდებათ სპა პროცედურები, ჯაკუზი, საუნა და სავარჯიშო დარბაზი. შაბათობით კი, თქვენთვის DJ-ც დაუკრავს. ამ ყველაფერთან ერთად, როგორც ამბობენ, გამოცდილების Cherry on top ფრანგული Moët & Chandon-ის შამპანურები გახლავთ, რომელიც სასტუმროს ზაფხულის სეზონის პარტნიორია და აუზთან, ყინულებში ჩაფლული გელოდებათ.
აუზზე აბონემენტის ღირებულება 170 ლარიდან იწყება. ორშაბათი-პარასკევის ხუთ დღიანი პაკეტი კი 500 ლარი, რაც იდეალურია მათთვის, ვინც აგვისტოში ქალაქს არ ტოვებს. შეგიძლიათ, დილა შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი საუზმითაც დაიწყოთ, შემდეგ გადაინაცვლოთ P'auza-ში და შამპანურით გააგრძელოთ დღე.
