#მოდა

ზაფხულის BEST FRIEND 4EVER: თეთრი სარაფანი

გაზიარება:

ზაფხულის ცხელ და შემოდგომის თბილ დღეებში თეთრი კაბა გარდერობის შეუცვლელი ნაწილია – ელეგანტური, ჰაეროვანი და მსუბუქი. ის იდეალურია ზღვისპირას გასეირნებისთვის და ქალაქის ყოველდღიურ რიტმსაც ერგება.

თეთრი სარაფანი გვხვდება როგორც მაღალი მოდის სახლების, ისე ადგილობრივი დიზაინერების კოლექციებში. The Diary-ს რედაქციამ თქვენთვის სხვადასხვა ტიპის სარაფნები& შეარჩია – როგორც მინიმალისტური, ისე ბოჰემური სტილის მოყვარულებისთვის.

ბოჰისტა თეთრი კაბა, Bohista Tribal თეთრი კაბა

Bohista Triabal-ის ბოჰემური კაბა

ყიდვა

დაგვეთანხმებით, რომ ზაფხულის სიცხეში ტილოს კონკურენტი არ ჰყავს. ტილოს თეთრი კაბები კი ყოველთვის გრილი და კომფორტული არჩევანია. ბუნებრივი ტექსტურა და სილუეტი კომფორტულთან ერთად ტრენდულიც გახლავთ, განსაკუთრებით თუ კაბას მასიურ სამკაულებსა და დახვეწილ სანდლებს შეუხამებთ.

Daisy თეთრი ტილოს კაბა

ტილოს თეთრი კაბა ქართული ბრენდისგან Daisy

ყიდვა

შეგიძლიათ, მოირგოთ სხეულზე მომდგარი მოდელი ან თავისუფალი ჭრილის კაბა, რომელიც მინიმალური ძალისხმევითაც ძალიან დახვეწილად გამოიყურება.

Mango Short White Dress, Mango თეთრი მოკლე კაბა

Mango-ს მოკლე კაბა

ყიდვა

ზოგჯერ კი, იმდენად ცხელა, რომ ორგანიზმი და გონება მაქსიმალურად მსუბუქად ჩაცმას გვთხოვს. ამ დროს, მოკლე კაბა იდეალური ვარიანტია. ამ მხრივ ბრენდები გვთავაზობენ მრავალფეროვან მოდელებს, დაწყებული ნაქსოვი და ნაქარგი კაბებით, დამთავრებული ელეგანტური და დახვეწილი აბრეშუმის სტილით.

ვივიენ ვესტვუდი, თეთრი აბრეშუმის კაბა, Vivienne Westwood White Silk Dress

ვივიენ ვესტვუდის აბრეშუმის კაბა

ყიდვა

შეგიძლიათ შექმნათ მინიმალისტური, ყოველდღიური ლუქი ბირკენშტოკებით ან ბოტასებით, რომელსაც ჩალის ჩანთას შეუხამებთ. ან შეგიძლიათ მოკლე თეთრ კაბებს გამორჩეული ფერის მაღალქუსლიანი სანდლები მოუხდინოთ.

Liya Dress, Liya თეთრი კაბა

Liya-ს აბრეშუმის კაბა

ყიდვა

მინიმალისტური სტილის მოყვარულთათვის კი, თასმებიანი სარაფანი საუკეთესო არჩევანია. კაბის წვრილი ან ოდნავ მსხვილი თასმები ქმნის დახვეწილ, მარტივ სილუეტს და ლამაზად წარმოაჩენს ლავიწებსა და მხრებს. გრილი საღამოებისთვის კი შეგიძლიათ მას თხელი მოსაცმელი ან ჯინსის ქურთუკი შეუხამოთ.

Mango White Dress, Mango თეთრი კაბა

დაქარგული კაბა Mango-სგან

ყიდვა

ზაფხულის კლასიკად მაინც თეთრი აბრეშუმის სარაფანი რჩება. გლუვი, მბზინავი ქსოვილი იდეალურად ერგება სხეულს და ვერც კი ვგრძნობთ, რომ რაიმე გვაცვია. ყოველდღიური სტილისთვის ის იდეალურია ბირკენშტოკებთან, ბოტასებთან ან კედებთან ერთად. ხოლო რომანტიკული ვახშმისთვის, შეგიძლიათ შეუხამოთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და დახვეწილ სამკაულებს.

Matters Store White Dress, Matters Store თეთრი კაბა

Matters Store-ის კაბა

ყიდვა

ზევით