#ცხოვრების სტილი

თბილისის 5 საუკეთესო აუზი ღია ცის ქვეშ

გაზიარება:

რა შეიძლება იყოს იმაზე კარგი, როცა დამღლელი კვირის შემდეგ სანდლებსა და საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილები, ჩანთაში SPF-ით და წიგნით აუზზე მივდივართ. The Diary-ს რედაქციაშიც ძალიან გვიყვარს აუზის დღეები და სწორედ ამიტომ, ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდში ჩვენმა გუნდმა თბილისის 5 საუკეთესო აუზი შეგირჩიათ, სადაც განტვირთვის დღეების მოწყობა შეგიძლიათ.

SHERATON GRAND TBILISI METECHI PALACE

Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace Pool, თბილისი შერატონ მეტეხი პალასი, თბილისი გარე აუზი

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace ტერასაზე ღია აუზს გვთავაზობს, რომელიც იდეალურია მშვიდი დასვენების მოსაწყობად. ეს სივრცე შექმნილია იმისთვის, რომ ქალაქის სწრაფ ტემპს მოწყდეთ და დღე სასიამოვნოდ გაატაროთ. აქ დილიდანვე შეგიძლიათ მშვიდად იცუროთ ან გაირუჯოთ, რა თქმა უნდა, ცივი სასმლით ხელში. შერატონი ბავშვებისთვის განკუთვნილ სივრცესაც დაგახვედრებთ. სასტუმრო პირდაპირი მნიშვნელობით, დამღლელ რუტინაში პაუზას გვთავაზობს. P’auza-ს სერვისში მასაჟი და მანიკიურიც კი შედის, რაც დასვენების დღეს კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის. ასე რომ, Sheraton-ში გასეირნება საუკეთესო საშუალებაა ფიზიკური და მენტალური განტვირთვისთვის.

RADISSON BLU IVERIA

რედისონ ბლუ ივერია აუზი, Radisson Blu Ivera Pool, თბილისი გარე აუზი

Radisson Blu Iveria თანამედროვე დიზაინის გარემოსა და აუზს გვთავაზობს. Radisson Blu-ს აუზი ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე მოგზაურებისთვის. დღის განმავლობაში შეგიძლიათ გაგრილდეთ და მზის აბაზანები მიიღოთ, ხუთშაბათობით კი სასტუმრო საღამოს რომანტიკულ ვახშამზეც კი გვეპატიჟება.

KING DAVID RESIDENCES OUTDOOR POOL

Kind David აუზი, Kind David Pool, გარე აუზი, თბილისი გარე აუზი

თანამედროვე არქიტექტურასა და სიმწვანეში ჩაფლულია King David-ის ღია აუზი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური და მშვიდი სივრცეა თბილისში. ეს ადგილი შუაგულ ქალაქში პატარა ტროპიკულ კუნძულს ჰგავს, ოაზისის მსგავსი ბუნებითა და ეგზოტიკური კოქტეილებით.

ART HOUSE THE POOL & SPA

Art House Pool and Spa, Art House, გარე აუზი, Art House აუზი და სპა

Art House-ის აუზი და სპა ამ სივრცის შემოქმედებით კონცეფციას იდეალურად ერწყმის. Art House-ში ხელოვნება, ფიტნესი და დასვენება ერთიანდება. აუზთან ერთად იგი გთავაზობს სპორტულ დარბაზს, პილატესის ვარჯიშებს, პერსონალურ ტრენერებსა და ფინურ საუნას. ეს ადგილი მათთვისაა, ვინც ჯანსაღ ცხოვრებას და დასვენებას საკუთარი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

HOLIDAY INN TBILISI

Holiday Inn Pool, Holiday Inn აუზი, გარე აუზი, თბილისი გარე აუზი

სასტუმრო Holiday Inn-ი საბურთალოზე მდებარეობს და თბილისში ღია აუზების მხრივ კლასიკად ითვლება. დიდი აუზი, დიდი სივრცე და მყუდრო გარემო მას ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად აქცევს.

ზევით