#სილამაზე

DESSANGE TBILISI-ს ფრანგული ელეგანტურობა

გაზიარება:

მას შემდეგ, რაც 1954 წელს ჟაკ დესანჟმა სილამაზის სალონის ბრენდი დააარსა, ის ფუფუნების, ელეგანტურობისა და ინოვაციის სინონიმად იქცა. დღეს Dessange-ის ქსელი 43 ქვეყანაში, 1500-ზე მეტ სალონს აერთიანებს და უკვე ათწლეულებია, რაც ამ ინდუსტრიის სტანდარტების შემოქმედია.

Dessange Paris, Jacques dessange, Dessange Paris Tbilisi, Dessange Saburtalo

2013 წელს ფრანგულმა მემკვიდრეობამ საქართველომდეც მოაღწია. პირველი ფილიალი ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე გაიხსნა, რომლის წარმატების შემდეგაც, მეორე სალონი უკვე საბურთალოზე, შარტავას ქუჩაზე გაჩნდა.

„თბილისის ფილიალები სრულად იზიარებენ ბრენდის ღირებულებებს, რომლებიცაა ელეგანტურობა, ბუნებრიობა და ინდივიდუალური სილამაზე“

Dessange Paris, Dessange Paris Tbilisi, Dessange Saburtalo

ეს პრინციპები მხოლოდ ბრენდის მარკეტინგული სლოგანები არ გახლავთ, ისინი მომხმარებლის გამოცდილებას განსაზღვრავენ. სალონის სივრცე პარიზული ესთეტიკითაა გაჟღენთილი, მომსახურება კი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.

„ჩვენ გვაქვს უშუალო წვდომა ფრანგულ ტენდენციებზე, ტექნიკასა და პროდუქტებზე. წელიწადში ორჯერ ფრანგი სპეციალისტები ინდივიდუალურ ტრენინგებს უტარებენ ჩვენს სპეციალისტებს, აცნობენ ახალ ტენდენციებს და ამოწმებენ მათ პროფესიონალიზმს, როგორც ტექნიკური მახასიათებლებით, ასევე სერვისის ხარისხის მიხედვით. შესაბამისად, ქართველ მომხმარებელს ვთავაზობთ იმავე სტანდარტის მომსახურებას, რაც პარიზის სალონებშია: ინდივიდუალური კონსულტაცია, პრემიუმ ხარისხის პროდუქცია და სპეციალისტების მუდმივი გადამზადება საერთაშორისო დონეზე“.

Dessange Paris, Dessange Paris Tbilisi, Dessange Saburtalo

DESSANGE-ის სავიზიტო ბარათი – ბალაიაჟი

Dessange-ის სავიზიტო ბარათი თმის შეღებვის ერთ-ერთი გამორჩეული ტექნიკა ბალაიაჟი გახლავთ. ეს მეთოდი თავად ჟაკ დესანჟმა შეიმუშავა და თაობიდან თაობას გადაეცემა. ბალაიაჟი თბილისის სალონებში ყველაზე მოთხოვნადი სერვისია.

ბალიაჟი, ბალიაჟის შეღებვის ტექნიკა, Dessange Paris, Dessange Paris Tbilisi, Dessange Saburtalo

რაც შეეხება თმის შეჭრას, Dessange-ში ეს პროცედურა ტრენდებს სცდება და უფრო პერსონალურ ხასიათს იღებს. შეჭრის ტექნიკა მორგებულია როგორც მომხმარებლის გარეგნობაზე, ასევე მის ცხოვრების სტილზე. 

ბოლოს კი, თმის მოვლის სპა პროცედურები ამ გამოცდილებას თერაპიულ განზომილებასაც სძენს. თმის მკვებავი პროცედურები იმდენად გამორჩეული გახდა, რომ მათ „Dessange-ის ხელწერას“ უწოდებენ.

თმის სპა პროცედურა,  Dessange Paris, Dessange Paris Tbilisi, Dessange Saburtalo

„ეს არის სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურები, რომლებიც მუშაობს როგორც თავის კანზე, ისე თმის მთელ სიგრძეზე“

ზაფხულის ბუნებრივობა

როგორც ნამდვილ ფრანგულ ბრენდს შეეფერება, Dessange სეზონურ ტრენდად სისადავესა და დახვეწილ სილამაზეს ასახელებს. ამ ზაფხულს ფოკუსშია ბუნებრივი თმა მსუბუქი ტალღებით, ოდნავ მოცულობითი ვარცხნილობებით და ბობის სხვადასხვა ვარიაციით. ბალაიაჟში კი უპირატესობა ენიჭება ღია ტონებსა და მზის ეფექტს.

მაკიაჟის მიმართულებით, ტრენდულია მინიმალიზმი, რომელიც კანის ბუნებრივ სიკაშკაშეს გამოკვეთს. „მოთხოვნადია მაქსიმალურად ბუნებრივი „glass skin“ ეფექტი, მსუბუქი ტონალური, ბუნებრივად შეფერადებული ლოყები და ბზინვარე ტუჩები. თვალებზე კი ხშირია ცივი ტონალობის ჩრდილები და პასტელური ფერები“.

Dessange Paris, Dessange Paris Tbilisi, Dessange Saburtalo

მანიკიურშიც ბუნებრიობა დომინირებს – მოკლე ფრჩხილები, ბუნებრივი ფერები ან თეთრი-ბაცი ყავისფერი ფრენჩი ყველაზე მოთხოვნადი დიზაინებია.

DESSANGE კანის მოვლაზეც ზრუნავს

ზაფხულის სიცხეში კანის მოვლა ჩვენი პრიორიტეტია. ჰიდრატაციასა და მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებასთან ერთად, კოსმეტოლოგიური პროცედურებითაც შეგვიძლია შევუმსუბუქოთ კანს სიცხისგან გამოწვეული დისკომფორტი. Dessange-ში რეკომენდაციას უწევენ ღრმა დატენიანების პროცედურებს: Hydrafacial-ს, ბიორევიტალიზაციას, სხვადასხვა დამატენიანებელი ნიღბებით კანის ღრმა დატენიანებას.

Hydrafacial სალონის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა და იდეალურია განსაკუთრებით მათთვის, ვინც სწრაფ, ეფექტურ და უსაფრთხო მოვლის მეთოდს ეძებს.

„ეს არის თანამედროვე, არაინვაზიური კოსმეტოლოგიური პროცედურა, რომელიც სახის კანის ღრმა გაწმენდას, დატენიანებასა და განახლებას ემსახურება“

ზაფხულის ქორწილი

ზაფხული ქორწილების სეზონია და Dessange პატარძლებს მომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს. The Diary-ს ახალ Cover Story-ში, მარიამ დავითაძეს სწორედ Dessange-ის მაკიაჟი და ვარცხნილობა ამშვენებდა.

Mariam Davitadze, მარიამ დავითაძე, Dessange Saburtalo მაკიაჟი

„პატარძლებისთვის გვაქვს სრულად მორგებული სერვისები, რომლებიც მოიცავს კონსულტაციას, საცდელ მაკიაჟსა და ვარცხნილობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ პატარძლის სტილი, კანის ფერი და საქორწინო კაბის ვიზუალი სრულ ჰარმონიაში იყოს“.

Mariam Davitadze, მარიამ დავითაძე, Dessange Saburtalo მაკიაჟი

ამ მნიშვნელოვანი დღისთვის მოსამზადებლად, Dessange გვთავაზობს სრულ წინასაქორწინო პაკეტებს, მათ შორის სხეულის მოვლას (ლაზერული ეპილაცია, ექსფოლაცია, დამატენიანებელი პროცედურები), სახისა და თმის სპა პროცედურებს Dessange-ის ექსკლუზიური პროდუქტებით. 

„ასევე შეგვიძლია უზრუნველვყოთ სრული მომსახურება საპატარძლო გუნდისთვის, მათ შორის მეგობრებისთვის, დედებისთვის და დებისთვის. სურვილის შემთხვევაში, ვთავაზობთ მათთვის სასურველ ადგილზე მომსახურებასაც, როგორც თბილისში, ასევე ქალაქგარეთ“.

ასე რომ, Dessange-ის ფილოსოფია ბუნებრივ და დახვეწილ ფრანგულ სილამაზეზე დგას, რაც სალონის სერვისების ყოველ დეტალში იგრძნობა.

ზევით