#მოდა

THE DEVIL WEARS PRADA 2 და MET GALA-ს კოსტიუმები

გაზიარება:

The Devil Wears Prada 2 გადაღებები ამჯერად ნიუ-იორკის ბუნების ისტორიის მუზეუმში გაიმართა, სადაც ფოკუსში გამოგონილი Met Gala-ს სცენა ვითარდება.  სწორედ აქ იკვეთება ფილმის სტილისტური ნარატივი, სადაც მერილ სტრიპი, სიმონ ეშლი და სტენლი ტუჩი მაღალი მოდის სამოსში გვევლინებიან. კოსტიუმების ავტორი პატრიშა ფილდის მემკვიდრე  მოლი როჯერსია, რომელიც ასევე სერიალის And Just Like That სტილისტიცაა.

მერილ სტრიპი, ამჯერად წითელ მასიურ კაბაში ვიხილეთ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პრისტლის ავტორიტეტს მოდის სამყაროში.

met gala devil wears prada red dress

საინტერესოა სიმონ ეშლის პერსონაჟი, რომლის როლიც The Devil Wears Prada 2-ს პრემიერაზე ალბათ უფრო გასაგები გახდება.  სიმონ ეშლი რეალურ ცხოვრებაშიც გამოირჩევა განსაკუთრებული სტილით. 

Simone Ashley devil weras prada

მსახიობის ჩაცმულობა Met Gala-ს სცენაში  შთამბეჭდავია, მაგრამ გადაჭარბების გარეშეა: ბრილიანტის დეტალებით გაფორმებული კოლჰოტები, მინიატიურული ჩანთა და კლასიკური ვარცხნილობა. 

simone ashley devial wears prada met gala

სტენლი ტუჩი, რომელიც კვლავ ნაიჯელის როლში ბრუნდება, იმავე დახვეწილ სტილში გვევლინება, რაც მის პერსონაჟს ახასიათებს. კლასიკური სმოკინგი, თეთრი პერანგი, შავ-თეთრი შარფი და პეპელა ჰალსტუხი კიდევ ერთხელ ადასტურებს მის შეუცვლელ ადგილს მირანდას გვერდით. ეს სტილი არ არის ექსცენტრიკული, მაგრამ არც შეუმჩნეველი, ზუსტად ისეთია, როგორსაც ნაიჯელისგან ველით.

Stanley Tucci and Meryl Streep met gala devil wears prada

ფილმის კოსტიუმებზე პასუხისმგებელი მოლი როჯერსი პატრიშა ფილდის სილუეტებს აგრძელებს, თუმცა ამჯერად უფრო თანამედროვე კუთხით. Lanvin, Max Mara, Dior, Monse და Sa Su Phi, სწორედ ეს ბრენდები განაპირობებენ კოსტიუმების მრავალფეროვნებას, რომლებიც არამხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვისაა შერჩეული, არამედ პერსონაჟების ინდივიდუალურობის გამოსაკვეთად.

ზევით