5 ადგილი საქართველოში, სადაც ზაფხულს სასიამოვნოდ გაატარებთ
თუ ჯერ არ იცით, სად დაისვენოთ საქართველოში და თან ზაფხულის სიცხესაც გაექცეთ, ჩვენ რამდენიმე განსხვავებული და დასამახსოვრებელი ადგილი შეგირჩიეთ.
შოკოლადისფერი კანის ეფექტის მიღება ავტორუჯის კრემის, სპრეის, ტანის რძისა და ლოსიონის დახმარებით შეგიძლიათ. ავტორუჯის ეს პროდუქტები მზეზე ბუნებრივად გარუჯულის ეფექტს ყოველგვარი დამწვრობის, კანის აქერცვლისა და აჭრელების გარეშე მოგანიჭებენ.
ავტორუჯი კანის დაფერვის ეფექტური ალტერნატივაა, რომელიც მოსახმარად საკმაოდ მარტივი და კომფორტულია, მიღებული შედეგი, თუ ავტორუჯის პროდუქტს სწორად გამოვიყენებთ, ბუნებრივიც კი.
ავტორუჯის გამოყენების მთავარი საიდუმლო სხეულზე თანაბრად და ერთგვაროვნად გადანაწილებაა
The Diary-ს სილამაზის რედაქტორმა ჩვენი მკითხველისთვის ავტორუჯის საუკეთესო ხუთეული შეადგინა:
TOPICREM: დამატენიანებელი გარუჯვის ეფექტით
INSTITUT ESTHEDERM: მსუბუქი ტექსტურა სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს კვალს
URIAGE: ახანგრძლივებს ბუნებრივ რუჯს და ატენიანებს ინტენსიურად
NUXE: ოქროსფერ ელფერს შესძენს კანს. შესაძლებელია სახეზე გამოყენება
CLARINS: შემატებს ელფერს, სიმკვრივეს და ტენიანობას კანს