კითხვა, რომელიც პერიოდულად გვებადება, და მაინც, რა განსხვავება არის BB,CC და DD კრემებს მიღმა და რა დანიშნულება იმალება მათ შემდგენლობაში?
შევეცდებით კრემების ანა-ბანას მარტივი და სახალისო გზამკვლევი შეადგინოთ, რათა ყიდვისა და მოხმარების პროცესი უფრო გაგიმარტივოთ.
ანა-ბანა (Alphabet) კრემები პირველად კორეაში გამოჩნდა და ის ელვის სისწრაფით აღმოჩნდა არამხოლოდ ვიზაჟისტების კოსმეტიკური ჩანთები, არამედ მსოფლიოში ყველა გოგოს გული დაიპყრო.
BB კრემი რამდენიმე მნიშვნელოვანი ბენეფიტით გამოირჩევა. მზისგან დამცავ ეფექტთან ერთად, კანის სიგლუვესა და დატენიანებასაც ითავსებს და კანის ბუნებრივი ტონის ერთგვაროვან ეფექტზეა პასუხისმგებელი. BB კრემი კანის ხანგრძლივი დროით დატენიანებასა და ერთგვაროვანი ტონის მინიჭებას უზრუნველყოფს.
MISSHA - BB კრემი, PSP
CC კრემი ამ სამეულში ყველაზე ღია შეფერილობის კრემია, თუმცა კანზე დეფექტების დამალვას საკმაოდ კარგად ახერხებს. თუ აკნეს ლაქები, სახეზე არასასურველი სიწითლე და თვალის ჩაშავებული უპეები თქვენც გაწუხებთ, მაშინ CC კრემი სწორედ თქვენთვისაა.
YVES SAINT LAURENT - - CC კრემი
DD კრემი კი, BB და CC კრემების ეფექტების სინთეზია, თუმცა მისი ძირითადი დანიშნულება ანტი-ეიჯ ნიშნებთან ბრძოლაა. ახალი თაობის კრემი, კანის ტონის დაბალანსებასთან ერთად, მიმიკურ თუ ასაკობრივ ნაოჭებსაც გაგიქრობთ.
როცა დღეები ღამეზე გრძელია და ქალაქის პარკები მზის მოყვარულებით ივსება, ჰარი სტაილზიც „გამოიზაფხულებს“ ხოლმე, ივიწყებს მსოფლიო პოპ ვარსკვლავის სტატუსს და ქუჩებში ისე გადაადგილდება, თითქოს ჩვეულებრივი ლონდონელი იყოს.
ენტონი ვაკარელო Saint Laurent-ის მემკვიდრეობას აგრძელებს, თუმცა თანამედროვე შტრიხებით. მატილდა გვარლიანი კამპანიის მთავარი გმირია – ბუნებრივად ირგებს ამ თავშეკავებულ ამბოხს.
Louis Vuitton-ის 2026 წლის კრუიზ კოლექციის ჩვენება ავინიონში, პაპთა სასახლეში გაიმართა. პირველ რიგებში გამოჩნდნენ ბრიჯიტ მაკრონი, კატრინ დენევი და ქეით ბლანშეტი. ჩვენებაზე ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც ვიხილეთ.