სად ვიპოვოთ ყველაზე გემრიელი ნაყინი თბილისში?
ზაფხულის ცხელ დღეებში გასაგრილებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზა გემრიელი ნაყინის დაგემოვნებაა. თბილისი ამ მხრივ ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედებს. The Diary დღეს დედაქალაქის გამორჩეულ სანაყინეებს გაგაცნობთ.
დიდი ხანია, რაც მაკიაჟი ნამდვილ ხელოვნებად იქცა, რომელიც მნიშვნელოვან მომენტებში საჭირო თავდაჯერებულობას გვძენს. ის ჩვენი განწყობის გამომხატველია და პატარა შტრიხსაც კი შეუძლია მთელი დღე (ან ღამე) უკეთესობისკენ შეცვალოს.
„როცა მთვარე ამოდის, შენც მასთან ერთად იწყებ ბრწყინვალებას“ – ასე ამბობენ Chanel-ში და სწორედ ამ იდეით შთაგონებული მაკიაჟისთვის საჭირო პროდუქტებს გვთავაზობენ.
თუ თქვენც ეძებთ ზაფხულის საღამოს მაკიაჟის ინსპირაციას, მაშინ მატილდა გვარლიანის უნაკლო Beauty Plan-ს უნდა მიჰყვეთ.
ზაფხულში კარგად დატენიანებული კანი უმნიშვნელოვანესია, თუმცა ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ტუჩებსაც ესაჭიროება ჰიდრატაცია. Chanel-ის სერუმი ინტენსიურად ატენიანებს და არბილებს ტუჩებს და საფუძველს ქმნის ტუჩსაცხისთვის.
![]() |
|
![]() |
|
მატილდას ლუქის ნაწილია "Baume Essentiel", რომელიც ბზინვარების ეფექტის მისაღებადაა შექმნილი. პროდუქტი შეგიძლიათ სახის მაღალ წერტილებში – ყვრიმალებზე, ცხვირსა და ტუჩის ზედა ნაწილზე დაიტანოთ. ის ირეკლავს სინათლეს, რის შედეგადაც ნამიან და ბზინვარე ეფექტს ვიღებთ.
![]() |
|
ღამის მაკიაჟის ლუქს გამოკვეთილი თვალები ძალიან უხდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც აქცენტი ტუჩებზე არ არის გაკეთებული. მატილდას მაკიაჟის პროდუქტებში შედის შანელის წყალგამძლე წარბის ფანქარი, რომელიც წარბების ცარიელ ნაწილებს ბუნებრივად ავსებს. თვალებზე მოდელს მეტალის ეფექტის მქონე წყალგამძლე ლურჯი ფანქარი უსვია. წამწამები კი შავი, კლასიკური ტუშით აქვს აპრეხილი.
![]() |
|
![]() |
|
![]() |
|