ახალი წელი დადგომა ბევრ სხვა მაგიურ მომენტთან ერთად, თაობიდან-თაობაზე გადაცემული წეს-ჩვეულებებით არის მოცული. სადღესასწაულო ვახშამი, ნაძვის ხის ქვეშ მოთავსებული საჩუქრები, საახალწლო ფილმების მარათონი და რასაკვირველია, ახალი წლის ღამის კოცნა ის ტრადიციებია, რომლის გარეშეც, ალბათ, ახალ წელთან შეგებება წარმოუდგენელიც კი გვეჩვენება. და მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა ნორმად მივიღეთ, ზოგჯერ მაინც საინტერესოა ტრადიციების საწყისების შესახებ მეტის გაგება და მისი მნიშვნელობების ბოლომდე შეცნობა.
A Lot Like Love
დღეს, 31 დეკემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა უამრავ წეს-ჩვეულებასთან ერთად, დედამიწის სხვადასხვა წერტილსა და ზონალურ სარტყელში, მილიონობით ადამიანი უკუთვლის დასრულებისას აკოცებს ერთმანეთს. შუაღამის ამ გაზიარებულმა აქტმა, წარმატებით გაუძლო დროს და დღეს სამყაროსთვის ღრმა სიმბოლიკის მატარებელია.
ტრადიცია, რომლის ფესვებიც ანტიკურ რომში იღებს სათავეს, კეთილი სურვილებისა და პოზიტიური ენერგიის გაცვლის აქტს განასახიერებს. რომაული ზამთრის ფესტივალები: სატურნალია და მოგვიანებით ლუპერკალია, სწორედ შუაღამის კოცნის წეს-ჩვეულებას იყენებდნენ, რათა მომავალი წლისთვის ერთიანობა და კეთილდღეობა დაებედებინათ. სატურნალია გახლდათ დეკემბრის შუა რიცხვებში მიმდინარე წარმართული დღესასწაული, რომლითაც რომაელები სატურნს - სოფლის მეურნეობის ღმერთს მიაგებდნენ პატივს. ეს დღესასწაული მოიცავდა სახლების გამწვანებას, საჩუქრების გაცვლას და მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარებას - ნაცნობად ჟღერს, არა?
სატურნალია აგრეთვე ასოცირებული გახლდათ ალკოჰოლური სასმლით მხიარულებასთან, რომელმაც, დიდი ალბათობით ახალი წლის ღამის კოცნის ტრადიციამდე მიგვიყვანა.
When Harry Met Sally
კიდევ ერთი ფესტივალი, Hogmanay, რომელიც დღესაც აღინიშნება, არის საახალწლო ზეიმის შოტლანდიური ეკვივალენტი, რომელიც სრულდება სოციალიზაციის, ცეკვის და სიმღერით "Auld Lang Syne" (დაწერილი შოტლანდიელი ავტორის რობერტ ბერნსის მიერ). ზეიმზე ადამიანები ერთმანეთს, ნაცნობებსა თუ სრულიად უცნობებს, საუკეთესო სურვილებს სითბოთი და კოცნით უსურვებდნენ.
რაც შეეხება თანამედროვე ამერიკას, შუაღამის კოცნის ტრადიცია იქ სათავეს ინგლისური და გერმანული ფოლკლორიდან იღებს. სავარაუდოა, რომ შტატებში ეს ჩვეულება გერმანელმა ემიგრანტებმა ჩაიტანეს. New York Times-ის 1893 წლის სტატია, ნიუ-იორკში გავრცელებული ტრადიციის ყველაზე ადრეული დოკუმენტაციაა, სადაც საუბარია გერმანელ ემიგრანტებზე, რომლებიც საახალწლოდ იკრიბებიან, ვახშმობენ, სვამენ და კოცნასა თუ ჩახუტებას უზიარებენ ერთმანეთს. თუმცა, მალევე ამერიკის მცხოვრებლებმა ეს ჩვეულება საახალწლო ბურთის დაშვებას დაუკავშირეს და მის შესახებ დანარჩენ სამყაროს ისეთი ფილმებით უამბეს, როგორებიც When Harry Met Sally და Bridget Jones's Diary-ია.
Bridget Jones's Diary
ამ ტრადიციების მიღმა, საახალწლო კოცნა ცრურწმენებთანაც ასოცირდება. ბევრს მიაჩინა, რომ შუაღამისას ტუჩების ჩაკეტვამ შეიძლება გააძლიეროს უკვე არსებული ურთიერთობა, მარტო მყოფების კი კოცნის გაცვლა სამომავლო იღბალს ჰპირდება.
შუა ღამის კოცნის თუ მის გარეშე, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!
როცა დღეები ღამეზე გრძელია და ქალაქის პარკები მზის მოყვარულებით ივსება, ჰარი სტაილზიც „გამოიზაფხულებს“ ხოლმე, ივიწყებს მსოფლიო პოპ ვარსკვლავის სტატუსს და ქუჩებში ისე გადაადგილდება, თითქოს ჩვეულებრივი ლონდონელი იყოს.
ენტონი ვაკარელო Saint Laurent-ის მემკვიდრეობას აგრძელებს, თუმცა თანამედროვე შტრიხებით. მატილდა გვარლიანი კამპანიის მთავარი გმირია – ბუნებრივად ირგებს ამ თავშეკავებულ ამბოხს.
Louis Vuitton-ის 2026 წლის კრუიზ კოლექციის ჩვენება ავინიონში, პაპთა სასახლეში გაიმართა. პირველ რიგებში გამოჩნდნენ ბრიჯიტ მაკრონი, კატრინ დენევი და ქეით ბლანშეტი. ჩვენებაზე ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც ვიხილეთ.