Chanel Haute Couture SS 2024-ის ჩვენება შავ-თეთრი ფილმის ინსტალაციით დაიწყო, სადაც მთავარ როლში მსახიობ მარგარეტ კუელთან ერთად მოდის სახლის ლეგენდარული ღილიც გახლდათ. დიახ, ღილი, არ მოგესმათ. ტრენდები იცვლება, სამოსი იცვითება, უცვლელ აქსესუარად კი ღილი რჩება. აღსანიშნავია, რომ ჩვენებაზე მისულ სტუმრებს დახვდათ ჭერზე დაკიდებული უზარმაზარი ღილის ინსტალაცია ბრენდის ემბლემით.
თუკი, Schiaparelli-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ძველისა და ახლის მიქსია, შანელის მოდის სახლის კოლექციაში უცვლელი ტვიდის ქსოვილისა და ტიულის სამოსის მიქსი ვიხილეთ. ვფიქრობ, არცერთი მაღალი მოდის ბრენდის სამოსი ისე არ უსვამს ხაზს ქალის ფემინურობასა და დახვეწილობას, როგორც შანელი. და ეს ესთეტიკა მუდმივად გასდევს ბრენდის კოლექციას, ვინც არ უნდა მოვიდეს მოდის სახლის კრეატიულ ხელმძღვანელობაში.
Dolce & Gabbana-ს Alta Moda 2025-ის ჩვენება რომის ფორუმში გაიმართა. კოლექცია ძველი რომის თემატიკას ასახავდა სილუეტებით, ხელით შესრულებული დეტალებითა და იტალიური ტრადიციული სამკერვალო ოსტატობით.
თუ გსურთ ნამდვილი ქუთაისური სტუმართმოყვარეობა შეიგრძნოთ, დატკბეთ ულამაზესი ხედებით და, რა თქმა უნდა, უგემრიელესი ადგილობრივი კერძები დააგემოვნოთ, ქუთაისის ხუთ საუკეთესო რესტორანს გაგაცნობთ.
მატილდა გვარლიანი და Chanel Beauty ზაფხულის მაკიაჟის ინსპირაციას გვთავაზობენ. საღამოს მაკიაჟისთვის ყველა საჭირო პროდუქტის გამოყენებით, შეგიძლიათ მატილდას ლუქის მიღება თავადაც სცადოთ.