ზაფხულის გეგმები ალბათ უკვე გაწერილი გაქვთ და დასვენებისთვის ემზადებით. შეგიძლიათ, თქვენს საზაფხულო გარდერობზე ფიქრები ჩვენ მოგვანდოთ. 2024 წლის ზაფხულის ტრენდები გასული საუკუნისა თუ თანამედროვე დიზაინით შთაგონებული სამოსის წყალობით დასვენების დღეებს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
წელს ტენდენციების სიას ლეოპარდის პრინტი, ფემინური სილუეტები, ფერებზე აქცენტები და კიდევ უამრავი საინტერესო ტრენდი ავსებს.
ლეოპარდის და ზებრას პრინტი
ცხოველების პრინტი 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. წელს სანაპიროზე ლეოპარდისა და ზებრას პრინტს განსაკუთრებით ხშირად მოჰკრავთ თვალს. ძალიან მიმზიდველია ასიმეტრიული საცურაო კოსტიუმები, როგორც ბიკინი ასევე One Peace კოსტიუმი.
თუ "more is more" თქვენს სტილში ჯდება, მაშინ მეტალის ინსპირაციით შექმნილი საცურაო კოსტიუმები ძალიან მოგეწონებათ. ამ სეზონზე ნებისმიერი რამ, რაც მზეზე განსაკუთრებით ბრწყინავს, ტრენდულია.
მეტალი და სიბრჭყვიალე ყველგან. ხელებზე, ყრუებზე, თითებზე - მასიური აქსესუარებით გაამდიდრეთ 2024 წლის ზაფხულის გარდერობი.
მძივები, ბრჭყვიალა დეტალები, ბაფთები, ყვავილები - ნებისმიერი დეტალი, რომელიც თქვენს ჩაცმულობას გაახალისებს, 2024 წლის ზღვის სეზონზე იდეალური გადაწყვეტილება იქნება. ინსპირაციისთვის რეტროს სტილს მიმართეთ, რომელიც არანაკლებ ტრენდულია ამ ზაფხულს. მოდის საზაფხულო ტენდენციები ბრიჯიტ ბარდოს საფრანგეთისა და "ძველი ჰოლივუდის" გაცოცხლებას ახერხებს.
თუ რუჯის მიღება გსურთ და საცურაო კოსტიუმის თასმები ხელს გიშლით, წელს ერთ-ერთი მთავარი ტრენდი Sans Straps კოსტიუმებია. დიზაინერები 2024 წელს '70-იანების ესთეტიკით შთაგონებულ დეკოლტე კოსტიუმებს გვთავაზობენ, რომლებიც "რუჯის ხაზებს" თავიდან აგარიდებთ.
ულტრაფემინურობის ტენდენციას coquette-ზე მეტად ალბათ არაფერი ერგება. 2024 წელს ეს ტრენდი კიდევ უფრო აქტუალური გახდა და ის თავისი ჩოქერებით, ყვავილებით და ბაფთებით მოდის ჩვენებებზეც ვიხილეთ.
Magda Butrym
აქტუალობას არასდროს კარგავს შავ-თეთრი კლასიკური სილუეტები და 90-იანების მინიმალიზმი. ტრენდულია საზაფხულო სპორტული ტოპები და მაღალწელიანი საცურაო კოსტიუმებიც.
თავს უფლება მიეცით მაქსიმალურად ფემინურები იყოთ და ამ ყვავილებიან საცურაო კოსტიუმთან ერთად ვარდისფერი სათვალეები მოირგეთ. რა შეიძლება იყოს იმაზე მაცდური, ვიდრე სამყაროს მზერა ფერადი სათვალეებით.
ზაფხული ახლოვდება და ყველა იმაზე ვფიქრობთ, სად გავექცეთ ქალაქის სიცხეს და სწრაფ რიტმს. The Diary–ს Cover Story–ში სწორედ ასეთ განტვირთვაზე, ქალაქგარეთ გასვლასა და დასვენებაზე ვსაუბრობთ. ჩვენი მთავარი გმირები კი მოდელი ანნა შელია და ყოფილი მორაგბე ლაშა ლომიძე არიან.
ლენი კრავიცის პარიზული რეზიდენცია Hotel de Roxy ფრანგული არქიტექტურის, პირადი ისტორიებისა და მუსიკალური მემკვიდრეობის ერთგვარი სინთეზია. 1920-იან წლებში აგებული ვილა დღეს უკვე ლენის ხელწერით გაფორმებული სივრცეა, სადაც იხილავთ ხელოვნების ნიმუშებს, ოჯახურ რელიქვიებსა და მუსიკოსის გრემის ჯილდოებს. სახლი, რომელიც ლენიმ დედამისს მიუძღვნა, სიმბოლურად როქსის ოცნების ასრულებად იქცა.
როცა დღეები ღამეზე გრძელია და ქალაქის პარკები მზის მოყვარულებით ივსება, ჰარი სტაილზიც „გამოიზაფხულებს“ ხოლმე, ივიწყებს მსოფლიო პოპ ვარსკვლავის სტატუსს და ქუჩებში ისე გადაადგილდება, თითქოს ჩვეულებრივი ლონდონელი იყოს.