როგორც კი ზაფხულის კაშკაშა მზე გამოანათებს, მზისგან დამცავი სათვალე must-have აქსესუარების სიაში პირველ ადგილზე ინაცვლებს. მზის სათვალეები ფუნქციურია და ამავდროულად მოდიდან არასდროს გადადის. წლევანდელ მოდის ტენდენციებში მეტად ინოვაციური დიზაინები გვხვდება, რომლებიც რეტრო ესთეტიკისა და ფუტურისტული მოდის ნაზავს წარმოგვიდგენს.
დღეს ქართული ბრენდის, Chicorée-ს სათვალეებს გაგაცნობთ, რომლებიც, თავისი გამორჩეული ვიზუალის გამო მოგინდებათ თქვენი ყოველდღიური ლუქის განუყოფელ ნაწილად აქციოთ. Chicorée უკვე ერთი წელია ქართველ მომხმარებელს განსხვავებული და ეფექტური ვიზუალის სათვალეებით ანებივრებს.
გამორჩეული ფერთა გამის, კომფორტისა და სტილის შერწყმა ბრენდის პროდუქციაში მარტივად შეიმჩნევა.
შიკორეს ფერები და ფორმები თამამად პასუხობს თანამედროვე მოდის ტენდენციებს. გარდა თვალისმომჭრელი ვიზუალისა, აღსანიშნავია, რომ სათვალეები ბიო აცეტატითა და უმაღლესი ხარისხის CR-39-ის ლინზითაა შექმნილი, რომელიც თვალს მზის მავნე გამოსხივებისგან 100%-ით იცავს.
CR-39 ლინზა მზის სათვალეებში 1940 წლიდან გამოიყენება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ოპტიკური ხარისხით ნამდვილ შუშასთან ყველაზე მიახლოებული ვარიანტია. ამასთან ერთად, CR-39 შუშაზე ბევრად მსუბუქი და ნაკლებად მსხვრევადია, რაც მას ყოველდღიური მოხმარების აქსესუარისთვის იდეალურ მასალად აქცევს. ლინზის ხარისხის დანახვა ერთი შეხედვითაა შესაძლებელი, რაშიც ბრენდის ერთგული მომხმარებლებიც დაგვეთანხმებიან.
როგორც აღვნიშნე, სათვალე არა მხოლოდ მზისგან დამცავი აქსესუარი, არამედ ჩვენი ლუქის შემადგენელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ის ჩვენს სტილსა და იდენტობას მკაფიოდ უსვამდეს ხაზს. შიკორეს მრავალფეროვანი დიზაინები ნებისმიერ სტილს, სეზონს, ამინდსა თუ განწყობას ესადაგება. მთავარი კი ის არის, რომ ბრენდის სათვალეების მიღმა სამყარო უფრო ფერადი, ხალისიანი და თვალისმომჭრელია.
ზაფხული ახლოვდება და ყველა იმაზე ვფიქრობთ, სად გავექცეთ ქალაქის სიცხეს და სწრაფ რიტმს. The Diary–ს Cover Story–ში სწორედ ასეთ განტვირთვაზე, ქალაქგარეთ გასვლასა და დასვენებაზე ვსაუბრობთ. ჩვენი მთავარი გმირები კი მოდელი ანნა შელია და ყოფილი მორაგბე ლაშა ლომიძე არიან.
ლენი კრავიცის პარიზული რეზიდენცია Hotel de Roxy ფრანგული არქიტექტურის, პირადი ისტორიებისა და მუსიკალური მემკვიდრეობის ერთგვარი სინთეზია. 1920-იან წლებში აგებული ვილა დღეს უკვე ლენის ხელწერით გაფორმებული სივრცეა, სადაც იხილავთ ხელოვნების ნიმუშებს, ოჯახურ რელიქვიებსა და მუსიკოსის გრემის ჯილდოებს. სახლი, რომელიც ლენიმ დედამისს მიუძღვნა, სიმბოლურად როქსის ოცნების ასრულებად იქცა.
როცა დღეები ღამეზე გრძელია და ქალაქის პარკები მზის მოყვარულებით ივსება, ჰარი სტაილზიც „გამოიზაფხულებს“ ხოლმე, ივიწყებს მსოფლიო პოპ ვარსკვლავის სტატუსს და ქუჩებში ისე გადაადგილდება, თითქოს ჩვეულებრივი ლონდონელი იყოს.