სექტემბერი თითქმის მიიწურა და ზაფხულისგან ნათხოვარ მზიან ამინდებს წვიმა და შემოპარული სუსხი ცვლის და ჩვენც სახლში დარჩენა, პლედის მოფარება და საყვარელი საშემოდგომო ფილმების ნახვა, კიდევ ერთხელ გვინდება.
შემოდგომის მაგიას ვერავინ უარყოფს, ამ სეზონს აქვს რაღაც ჯადოსნური, რომელიც ყველას რაღაც ახლის დაწყებასა და რაღაცის დასასრულს ერთდროულად გვამცნობს, რაც ყველაზე კარგად კინემატოგრაფიაში აისახება და ალბათ სწორედ ეს გახლავთ იმის მთავარი საბაბი, რომ ამ სეზონის ფილმები განსაკუთრებულად გვიყვარს.
ანიმაციური ფილმებით დაწყებული, საუკეთესო დრამებითა და ისტორიული ფილმებით დამთავრებული, წარმოგიდგენთ კლასიკად ქცეულსა თუ უახლეს რჩეულ 20 ფილმს, რომელიც შემოდგომის დღეებსა და ღამეებს გაგიფერადებენ.
სალომე ბენიძის პიესა „მარო“ გერმანული გამომცემლობის, AvivA-ს ხელშია. გერმანულ თარგმანზე იუნონა გურული იმუშავებს. AvivA Verlag არის გამომცემლობა, რომელიც მივიწყებული საგანძურისა და მსოფლიო ლიტერატურის განსაკუთრებული ქალების ძიებაშია. რა გასაკვირია, რომ ამ გზაზე გამომცემლობამ მარო მაყაშვილი და სალომე ბენიძე აღმოაჩინა.
2025 წელი კინომოყვარულებისთვის სავსეა საინტერესო პრემიერებით. The Diary გთავაზობთ იმ კინოსურათების სიას, რომელთა დიდ ეკრანებზე გამოჩენაც 2025 წლის დარჩენილ თვეებშია დაგეგმილი.
3 მაისს ბრაზილიაში ლედი გაგას ისტორიული დაბრუნება ვიხილეთ. რიოში, კოპაკაბანას სანაპიროზე ლედი გაგას კონცერტისთვის 2,5 მილიონი მსმენელი შეიკრიბა. კონცერტზე პოპვარსკვლავმა მსოფლიო და პირადი რეკორდებიც კი მოხსნა.