ალბათ, წიგნების კითხვა მაშინ დავიწყე, როდესაც ერთ დღეს დედას ლამაზ და მრგვალ მუცელში აღმოვცენდი. არა, ბავშვები წეროებს არ მოაქვთ და თუკი თქვენ დღემდე ამის გჯერათ და სულ ცოტა 14+ ხართ, დროა მშობლებს სერიოზულად დაელაპარაკოთ, ხოლო თუ კი 21+ ხართ, დროა ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე ჩაეწეროთ. ეს რა თქმა უნდა ირონიულად, ნუ მიიღებთ საკუთარ თავზე და თან სერიოზულად. იუმორის, სიცილისა და ღიმილის ძალა კაცობრიობას ჯერ კიდევ სათანადოდ არ გაუანალიზებია, არა და უძლიერესი დადებითი ძალაა, დამეთანხმებით?! რატომ ვარ დარწმუნებული, რომ ასე ადრე დავიწყე კითხვა? დედასაც ისე ძალიან უყვარდა წიგნები, როგორც მე, ხოლო გენეტიკური მეხსიერება, რომელიც იტევს არამხოლოდ ჩვენს მოგნებებს, არამედ თაობების ამბებს, მახსენებს და მაგონებს, რომ ეს ასე იყო. მოკლედ, ასე იწყება ჩემი და ლიტერატურის სასიყვარულო ურთიერთობა, სადაც მაჭანკლის დიდი როლი დედამ ირგუნა.
ძალიან მცირე ასაკის ვიყავი, როდესაც საკუთარ, კერძო ბიბლიოთეკაში, რომელიც მამამ მე და ჩემს დას გვაჩუქა, ყველა წიგნი გადავიკითხე და მშობლების ბიბლიოთეკიდან ჩემთვის აკრძალული წიგნი „ათას ერთი ღამე“ გადმოვიღე და კითხვას შევუდექი. წიგნი მალევე გაქრა ჩემი თვალსაწიერიდან, ვინაიდან ჯერ ძალიან, ძალიან პატარა აღმოვჩნდი მისთვის.
მინდა გამოგიტყდეთ, ლიტერატურა ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულია (ჰინტი: და საუკეთესო საჩუქარი). დღეს კი, საყვარელ 5 წიგნს გაგაცნობთ.
წიგნი, რომლის გამოც ლექციებზე ვაგვიანებდი. იმ დროს საქართველოში არ ვცხოვრობდი, უნივერსიტეტამდე კი ტრამვაით გადავადგილდებოდი და ამ წიგნში ჩაფლული საკუთარ გაჩერებას გავცდებოდი ხოლმე.
რომლის გამოც ბევრი ვიტირე. შემდეგ ასე ძალიან მაშინ ვიტირე, როდესაც სიმსივნემ ჩემი საუკეთესო მეგობარი იმსხვერპლა...
რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარ წიგნად იქცა....
რომელმაც მასწავლა, რომ მოსაზრება „ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები" - არასწორია! ყველა თანასწორი ვართ და ამის გარანტი არის კონსტიტუციაც, მორალიც და რელიგიაც, ამ უკანასკნელის არსი კი სიყვარულია. ხოლო იქ, სადაც სიყვარულია - მოსაზრება, თითქოს ზოგი უფრო თანასწორია - ბათილია!
რომელმაც შემაყვარა ქართული ლიტერატურა (ნაწარმოები: დიონისოს ღიმილი) . პ.ს. თუ ქართული სიტყვების მარაგი მწირი გაქვთ - ყოველთვის გამსახურდია!
პ.ს. ბონუსად კი 5+ წიგნი - გენიალური ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი". ეს წიგნი ცხოვრების მარტივი ფილოსოფიური ჩანახატია და რაც მთავარია ძალიან პოზიტიურია, ძალიან ბევრს იცინებთ, იხარხარებთ კიდევაც, სხვანაირად როგორ, ეს ხომ გურული ხალხის ცხოვრებაზეა.
პლატფორმა Max „ჰარი პოტერის“ სერიალის მზადებაშია. ჰოგვორტსის პროფესორების შემდეგ, ახლა უკვე ცნობილი ტრიოს – ჰარის, ჰერმიონისა და რონის პერსონაჟების შემსრულებელი მსახიობების ვინაობაც ვიცით. სერიალის გადაღებები ამ ზაფხულს დაიწყება.
24 და 25 მაისს ლისის საოცრებათა ქვეყანამ მუსიკის მოყვარულები ფერადი, მრავალფეროვანი და განსაკუთრებული ფესტივალით – თბილისი Open Air-ით კვლავ გააერთიანა.
გოგი ცაბაძის ლეგენდარული სიმღერა „მთავარეო“ ნანი ბრეგვაძისა და კორძის უნიკალური კოლაბორაციით ახალ სიცოცხლეს იძენს. 25 მაისს, Tbilisi Open Air-ზე, წარსულის მელოდია თანამედროვე სცენაზე განსხვავებული სახით გაცოცხლდება.