NEW COUPLE ALERT: პამელა ანდერსონი და ლიამ ნისონი ერთად არიან
ჰოლივუდში ახალი წყვილი გამოჩნდა. პამელა ანდერსონმა და ლიამ ნისონმა სიყვარული ფილმ The Naked Gun-ის გადაღებებზე იპოვეს და მათი ეკრანული ქიმიაც რეალობად იქცა.
ბიონსე და ჯეი ზის 8 წლის გოგონა მუსიკალური ჯილდოს Grammy ნომინანტია. ბლუ აივისთვის ეს პირველი ნომინაციაა. ჯილდოზე პატარა მუსიკოსი დედასთან და ნიგერიელ მომღერალთან WizKiD ერთად არის დასახელებული მუსიკალური კლიპის Brown Skin Girl-ში შეტანილი წვლილისთვის.
აღსანიშნავია, რომ ნოემბერში, როდესაც ვიდეო კლიპი Grammy-ზე წარადგინეს, ნომინანტთა სიის ჩამონათვალში არც ბლუ აივი და არც WizKiD ფოგურირებდა, თუმცა ეს პრობლემა მალევე მოგვარდა. სხვათაშორის, Brown Skin Girl-მა ბლუ აივის უკვე მოუტანა ისეთი ჯოლდოები, როგორიცაა BET Award და NAACP Image Award.
ბლუ აივი ანიმაციური ფილმის The Lion King რიმეიქის საუნდტრეკების ალბომში წარმოდგენილი კომპოზიციის Brown Skin Girl ერთ-ერთი ავტორი და შემსრულებელია. ვიდეოკლიპის გადაღებები აფრიკაში, ბელგიაში, ლოს ანჯელესში, ნიუ იორკსა და ლონდონში მიმდინარეობდა.
Brown Skin Girl-ში ბიონსესს ქალიშვილთან ერთად, სხვა ბევრ ვარსკვლავს იხილავთ, მათ შორის ნაომი კემპბელს, კელი როულენდს და ლუპიტა ნიონგოს. Grammy-ს რიგით 63-ე დაჯილდოების გამარჯვებულთა ვინაობა 31 იანვარს გახდება ცნობილი.