NEW COUPLE ALERT: პამელა ანდერსონი და ლიამ ნისონი ერთად არიან
ჰოლივუდში ახალი წყვილი გამოჩნდა. პამელა ანდერსონმა და ლიამ ნისონმა სიყვარული ფილმ The Naked Gun-ის გადაღებებზე იპოვეს და მათი ეკრანული ქიმიაც რეალობად იქცა.
Coachella-ს ფესტივალის ცხელი, ვარსკვლავებით სავსე, დაუვიწყარი პერფორმანსებითა და ლუქებით გამორჩეული დღეებიც დასრულდა. სანამ შთაბეჭდილებები ჯერ კიდევ ცხელია, წლევანდელი ფესტივალის დაუვიწყარ მომენტებს გადავხედოთ.
წლევანდელი Coachella-ს სცენა უდავოდ ლედი გაგამ დაიპყრო. პოპვარსკვლავმა უბრალოდ კი არ იმღერა, არამედ ორ საათიანი დაუვიწყარი შოუ დადგა. პერფორმანსი უზარმაზარ წითელ კაბაში გამოწყობილმა გახსნა სიმღერით Bloody Mary, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ამ კაბის ქვეშ გაგას მოცეკვავეებით სავსე რკინის გალია იმალებოდა. მომღერალს ლედი მაკბეტის შთაგონებით შექმნილი, ავსტრალიელი დიზაინერის, სამუელ ლუისის, სისხლისფერი მოსაცმელი ეცვა.
გაგამ ბროდვეიდან სიურრეალიზმში გადაინაცვლა და Perfect Celebrity თურქი დიზაინერის, Dilara Findikoglu-ს, ლუქში შეასრულა. შოუ კი Matières Fécales-ის კოსტიუმში გამოწყობილმა Bad Romance-ის შესრულებით დახურა.
Coachella-ს ერთ-ერთი ხიბლი სცენაზე მოულოდნელი სტუმრების გამოჩენაა. წელს, მეორე უიკენდზე, სცენაზე ტონისა და გრემის მფლობელი სინთია ერივო გამოჩნდა. ლოს ანჯელესის ორკესტრთან ერთად მან ჯერ თავისი ახალი ალბომიდან ბალადა შეასრულა, შემდეგ კი პრინცის Purple Rain-ით მთელი აუდიტორია დაადუმა.
სასიამოვნო სიურპრიზი იყო Charli xcx-ის პერფორმანსის დროს ბილი აილიშის (Guess), ტროი სივანისა (Talk, Talk), და ლორდის (Girl, So Confusing) გამოჩენაც.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ K-pop, რომელიც უკვე წლებია Coachella-ს განუყოფელი ნაწილია, მაგრამ წელს Lisa-სა და Jennie-სთვის განსაკუთრებული საფესტივალო დღეები იყო.
Lisa-ს სოლო დებიუტი ჰქონდა და თავისი ჰიტები - Money, Rockstar და Elastigirl - შეასრულა. პირველ რიგში მის გასამხნევებლად The White Lotus-ის მსახიობებიც გამოჩნდნენ. Jennie-მ კი საფესტივალო პერფორმანსით დაამტკიცა, რომ შესანიშნავი სოლო არტისტია.
Coachella-ს ერთ-ერთი გასაოცარი პერფორმანსი ბენსონ ბუნისგან ვიხილეთ. ახალგაზრდა არტისტის სადებიუტო შესრულებების ვიდეოებმა მთელი მსოფლიო მოიარა. ნამდვილი Highlight-ი კი Bohemian Rhapsody-ს გაცოცხლება იყო.
სცენაზე მის გვერდით თავად ბრაიან მეი გამოჩნდა! მართალია, მაყურებელთა ნაწილმა ლეგენდა ვერ იცნო (ალბათ ძალიან ახალგაზრდა მსმენელები იყვნენ შეკრებილნი), მაგრამ Queen-ის გიტარისტის გამოჩენა, Dolce & Gabbana-ს იდეალური კოსტიუმი და ფრედი მერკურის ცნობილი ნახტომის იმიტაცია, ფესტივალის ისტორიაში უდავოდ დიდი ასოებით ჩაიწერება.
სამხრეთ აფრიკელი პოპ/R&B ვარსკვლავი ტაილა სცენაზე ჩვეულ სტილში, სრული თავდაჯერებით გამოჩნდა. მისი ვოკალი, მოძრაობები, სტილი და ფესტივალისთვის იდეალურად შერჩეული სიმღერები ისევ და ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო.
Coachella-ს სცენა მეგან თი სტალიონმაც დაიკავა და შოუ თავის გმირებსა და შთაგონების წყაროებს მიუძღვნა. სცენაზე მასთან ერთად ვიქტორია მონე, სიარა და ქუინ ლატიფა გამოჩნდნენ.
ქალთა ჰიპ-ჰოპის ისტორია, მათი გავლენა და უსაზღვრო ენერგია მთელს უდაბნოს მოედო - ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი, ფემინისტური და ენერგიული მომენტი ფესტივალზე.
პოსტ მელოუნმა 2025 წლის ფესტივალის მთავარი სცენა 90-წუთიანი კონცერტით დახურა, სადაც ახალი ალბომის country სიმღერებიც შეასრულა და მისი ძველი ჰიტებიც არ დავიწყებია. ჯინსებში, პერანგსა და კოვბოის ქუდში გამოწყობილმა მომღერალმა სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი შესრულება შემოგვთავაზა. განსაკუთრებით ემოციური იყო I Fall Apart-ისა და Losers-ის შესრულებები.
სცენაზე მოულოდნელად გამოჩნდა ედ შირენი, რომელმაც პოსტ მელოუნთან ერთად Sunflower შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ სცენის დეკორაცია და შოუს ელემენტები სხვა არტისტებთან შედარებით მინიმალისტური იყო, მელოუნის გულწრფელობამ და აუდიტორიასთან ემოციურმა კავშირმა გაზაფხულის ცხელი დღე ერთ-ერთ დაუვიწყარ მომენტად აქცია.