#მუსიკა

ზაფხული 2025-ის საუნდტრეკი თამთა თავართქილაძისგან

გაზიარება:

ქართველი არტისტი თამთა თავართქილაძე, aka TAMARA ახალ მუსიკალურ ნამუშევარს, De la Mer წარმოგვიდგენს. ქართულ-ფრანგული სინგლი მზიანი სეზონის განწყობას ზუსტად ასახავს და ზაფხულის სიმსუბუქით, სიმშვიდითა თუ Dolce Vita-ს ენერგიითაა გაჟღენთილი.

სიმღერა, როგორც მისი სათაურიდანაც ჩანს, ზღვის შთაგონებით შეიქმნა და მასში ქართული და ფრანგული მოტივები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. The Diary-სთან ინტერვიუში თამთამ აღნიშნა, რომ მისი სადებიუტო სინგლის, Sol de Agosto ყველა ბგერა და ნოტი ზაფხულისა და მზის ენერგიას ეხმიანება.

„ზოგადად, მზე ჩემი ცხოვრების მთავარი ინსპირაციაა“, – თამთა.

De la Mer-ის ერთ-ერთ პერსონაჟად, ზღვასთან ერთად, მზე ისევ და ისევ რჩება. მალე TAMARA სადებიუტო ალბომსაც გამოუშვებს, სახელად SOLE, რომლის მთავარი სიმღერა სწორედ De la Mer გახლავთ.

ზევით