ამერიკულმა მინისერიალმა The Queen’s Gambit-მა (ლაზიერის გამბიტი) საჭადრაკო სამყაროს მიმართ წარმოუდგენელი ყურადღება მიაპყრო, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ერთი-მეორის მიყოლებით იძებნებოდა ის გენიალური მოჭადრაკე ქალი, რომლის მიხედვითაც ბეთ ჰარმონის ისტორია დაიწერა, მიუხედავად იმისა, რომ ბეთის პერსონაჟი მწერლის მიერ გახლდათ გამოგონებული, მის შთაგონებას ქართველები და უცხოელები ხშირად უკავშირებდნენ მსოფლიო ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილს.
საკითხის რეზონანსულობიდან გამომდინარე, მსოფლიომ მალე შეიტყო ნონა გაფრინდაშვილის ფენომენის შესახებ, თუმცა ჩვენს ქვეყანას კიდევ ჰყავს დედოფლები, რომელთა გაცნობასაც სამყარო იმსახურებს და სწორედ ამ მიზნით, რეჟისორმა თათია სხირტლაძემ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სახელწოდებით: „დიდება დედოფალს“.
„დიდება დედოფალს“ არის ფილმი ოთხი მოჭადრაკე ქალის, საბჭოთა ეპოქის ინტელექტუალური ძალაუფლებისა და ემანსიპაციის სახეების არაორდინალურ წარსულსა და აწმყოზე: ესენი არიან ქართული და მსოფლიო ჭადრაკის გმირები - ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე და ნანა იოსელიანი.
დოკუმენტური ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 4 ივნისს გაიმართება, ბილეთების შეძენა ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.
სალომე ბენიძის პიესა „მარო“ გერმანული გამომცემლობის, AvivA-ს ხელშია. გერმანულ თარგმანზე იუნონა გურული იმუშავებს. AvivA Verlag არის გამომცემლობა, რომელიც მივიწყებული საგანძურისა და მსოფლიო ლიტერატურის განსაკუთრებული ქალების ძიებაშია. რა გასაკვირია, რომ ამ გზაზე გამომცემლობამ მარო მაყაშვილი და სალომე ბენიძე აღმოაჩინა.
2025 წელი კინომოყვარულებისთვის სავსეა საინტერესო პრემიერებით. The Diary გთავაზობთ იმ კინოსურათების სიას, რომელთა დიდ ეკრანებზე გამოჩენაც 2025 წლის დარჩენილ თვეებშია დაგეგმილი.
3 მაისს ბრაზილიაში ლედი გაგას ისტორიული დაბრუნება ვიხილეთ. რიოში, კოპაკაბანას სანაპიროზე ლედი გაგას კონცერტისთვის 2,5 მილიონი მსმენელი შეიკრიბა. კონცერტზე პოპვარსკვლავმა მსოფლიო და პირადი რეკორდებიც კი მოხსნა.