#სპორტი

ისტორია, რომელსაც კვარას ბურთი წერს

გაზიარება:

ისტორიაში იშვიათად, მაგრამ მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მთელი ქვეყნის ბედს ცვლიან. ფეხბურთში მსგავსი ფენომენი მით უფრო გამორჩეულია. ხვიჩა კვარაცხელიამ სწორედ ეს შეძლო – იქ, სადაც კვარას ფეხი ბურთს შეეხო, ბედი შეიცვალა და ოცნებები ახდა.

ხვიჩა კვარაცხელია, Khvicha Kvaratskhelia, PSG, Champions League final, ჩემპიონთა ლიგის ფინალი

2022 წელს, როცა ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში სათამაშოდ მიიწვიეს, იტალიელ გულშემატკივართა ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა უცნობი ქართველის გამოჩენას. თუმცა ხვიჩამ პირველივე სეზონში ნეაპოლელებს 33-წლიანი ოცნება აუხდინა და გუნდს სკუდეტო დაუბრუნა. ქალაქმა იტალიის ჩემპიონობა იზეიმა, კვარაცხელიას არც ისე მარტივად წარმოსათქმელი სახელიც ყველამ დაიმახსოვრა, ხოლო მეტსახელით „კვარადონა“ ხვიჩა სწრაფად გახდა ქალაქის მთავარი საფეხბურთო გმირი.

ხვიჩა კვარაცხელია, Khvicha Kvaratskhelia, PSG, Champions League final, ჩემპიონთა ლიგის ფინალი

ქართველი გულშემატკივრისთვის კი ყველაზე ემოციური, ალბათ, მაინც ეროვნული ნაკრების წარმატება იყო. ხვიჩა ის მოთამაშეა, რომელმაც საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. 2024 წლის ზაფხული და პორტუგალიასთან მატჩი არასდროს დაგვავიწყდება – შეხვედრის მეორე წუთზე ხვიჩამ გოლი გაიტანა და მთელი ქვეყანა სიხარულით აივსო. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით გადალახა და ევროპულ ფეხბურთში საკუთარი ხმა დაიმკვიდრა.

ხვიჩა კვარაცხელია, Khvicha Kvaratskhelia, PSG, Champions League final, ჩემპიონთა ლიგის ფინალი

2025 წელს ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო მოგზაურობა უკვე პარიზში, PSG-ში, გაგრძელდა – სადაც მისმა მაგიურმა ფეხმა კიდევ ერთხელ შეცვალა გუნდის ბედი. ჯერ იყო ლიგა 1-ის ჩემპიონობა, შემდეგ – საფრანგეთის თასი და, რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფი. ეს ყველა გამარჯვება ხვიჩამ პირველივე სეზონში იზეიმა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მან „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ შეუდარებელი გოლი გაიტანა, ფინალში კი გოლის გარეშე არც იქ დარჩენილა – „ინტერთან“ 4:0 ანგარიში სწორედ კვარას გოლით გაიხსნა.

ხვიჩა კვარაცხელია, Khvicha Kvaratskhelia, PSG, Champions League final, ჩემპიონთა ლიგის ფინალი

ხვიჩა კვარაცხელია დღეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელია. მისი დინამიკა, დრიბლინგი, პასები და თავბრუდამხვევი გოლები გუნდს ყოველთვის გამარჯვებისკენ უბიძგებს. თუმცა ამ ყველაფერს მიღმა არის რაღაც მეტი – ნიჭთან გადახლართული იღბალი, რომელიც ყველგან თან სდევს. სადაც ხვიჩა მიდის, იქ გუნდები ისტორიულ წარმატებებს აღწევენ.

ხვიჩა კვარაცხელია, Khvicha Kvaratskhelia, PSG, Champions League final, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახი

ხვიჩა კვარაცხელია უკვე იქცა ქართული ფეხბურთის სიმბოლოდ. მისი გზა – თბილისიდან ნეაპოლამდე, შემდეგ კი პარიზამდე – ნათელი მაგალითია იმისა, რომ ოცნებები ხდება, თუ მათთვის ბოლომდე იბრძოლებ. დღეს, როცა მსოფლიოს წამყვანი კლუბები ხვიჩას თამაშს აკვირდებიან, საქართველოში, ეზოებში მორბენალი ბავშვები სწორედ კვარასავით თამაშზე ოცნებობენ. მისი იღბლიანი ფეხი უკვე იქცა ევროპული ფეხბურთის ახალ ძალად – და ეს მხოლოდ დასაწყისია.

ფოტოები: UEFA Champions League

ზევით