ჯენა ორტეგა და „უენსდეი“ გოტიკურ სტილში
უენსდეი ადამსი Netflix-ის ეკრანზე, ხოლო მისი როლის შემსრულებელი, ჯენა ორტეგა წითელ ხალიჩაზე დაბრუნდა და, როგორც ყოველთვის, გოტიკურ ესთეტიკაშია გახვეული.
Daily Mail გადასაღები მოედნიდან კრისტენ სტიუარტის ახალ ფოტოებს ავრცელებს, სადაც მსახიობს პრინცესა დიანას იმიჯი აქვს მორგებული. კადრებში პრინცესას შვილების - უილიამისა და ჰარის როლის შემსრულებლებიც ჩანან. KFC-ის drive-ზე გაჩერებული Porsche-ს მარკის ავტომობილიდან გადმოსული მსახიობი პაპარაცებმა 2 ახალგაზრდა მსახიობთან ერთად დააფიქსირეს, რომლებიც ბრიტანეთის სამეფო კარის მემკვიდრეებს ძალიან ჰგვანან.
მოგეხსენებათ, რომ სტიუარტის მონაწილეობით რეჟისორი - პაბლო ლარინი ბიოგრაფიულ ფილმს, სახელწოდებით Spencer იღებს. ფოტოებში მსახიობი იმ სამოსშია გამოწყობილი, რომელიც ლედი დის 1988 წელს, Guards Polo Club-ში სტუმრობისას ეცვა: ღია ფერის ჯინსის შარვალი, მუქი ლურჯი პიჯაკი, სპორტული ფეხსაცმელი და კეპი ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის ლოგოთი.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, ფილმის გადაღებებზე პრინცესა დიანას ავტომობილად მწვანე ფერის Porsche-ს იყენებენ, თუმცა ცნობილია, რომ ლედი დი ბიჭებთან ერთად ძირითადად Audi-ის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა ხოლმე, რომელიც ასევე მუქი მწვანე ფერის გახლდათ.
ფილმში Spencer პრინცესა დიანას არა ერთ ცნობილ Look-ს ვიხილავთ, რომლებსაც კრისტენ სტიუარტი გადასაღებ მოედანზე ირგებს, მსახიობი გადაღებებში კვირაში რამდენიმე დღის მანძილზეა ჩართული, მისი ვიზუალური გარდასახვა კი ნამდვილად საოცარია.