თუ კი საგულდაგულოდ შედგენილი სერიალებისა და ფილმების სია თქვენც ამოწურეთ და ახლა აღარ იცით, კომენდანტის საათის შემდეგ თავი რით გაირთოთ, მაშინ 3 პრემიერას შემოგთავაზებთ Netflix-სგან, რომელიც თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს.
1. The Woman In The Window
ჯო რაითის ახალ ფსიქოლოგიურ თრილერში მთავარ როლს ჩვენი საყვარელი მსახიობი - ემი ადამსი ასრულებს, რომელმაც ფილმში ბავშვთა ფსიქოლოგის როლი მოირგო. ემის პერსონაჟი აგორაფობიით არის შეპყრობილი და ნიუ-იორკის აპარტამენტიდან გასვლაზე უარს აცხადებს. ერთ დღესაც, ადამსის პერსონაჟი ახალ მეგობარს გაიცნობს, რომლის როლსაც ჯულიანა მური ასულებს, რამდენიმე დღეში კი ფანჯრიდან ჯულიანას სიკვდილს შეესწრება, სწორედ ამ წუთიდან დგება ემის ცხოვრება თავდაყირა.
პრემიერის თარიღი: 14 მაისი
2. Halston
1970-იანი წლების ამერიკა და ამ პერიოდში მოდის ინდუსტრიაში მთავარი მოქმედი გმირი როი ჰალსტონ ფროვიკი გახდა Netflix-ის მინისერიალის შექმნის შთაგონება. უენ მაკგრეგორის მონაწილეობით მთავარ როლში, მაყურებელი ერთი დიდებული, კრეატიული და ეგოცენტრული დიზაინერის აღმავლობის მომსწრე გახდება, თუმცა იმთავითვე იხილავს ნარკოდამოკიდებულებისა და არასწორი სტრატეგიის ფასს და ჰალსტონის დაღმასვლას ინდუსტრიაში.
Halston-ის სცენარის ავტორი სარა უაითი, რეჟისორი - დანიელ მინაჰანი, პროდიუსერი კი რაიან მერფი გახლავთ.
პრემიერის თარიღი: 14 მაისი
3. Army Of The Dead
სასიამოვნო სიახლე ფენტეზის ჟანრის მოყვარულებისთვისაც გვაქვს, ზეკ სნაიდერის მორიგი ნამუშევარი Netflix-ის ეკრანებზე სულ მალე გამოჩნდება. ლოს-ანჯელესი საფრთხეშია, ზომბების აპოკალიფსი იმაზე რეალურია ვიდრე ოდესმე, ის ადამიანები კი, რომლებიც დაინფიცირებას გადაურჩნენ, გადარჩენილების პოვნას და საკარანტინო ზონაში გადაყვანას ხელმძღვანელობენ.
როგორც Netflix-ის წარმომადგენლები აცხადებენ, Army Of The Dead ყველაზე შთამბეჭდავი ბლოკბასტერია, რომელსაც ამ წელს ვიხილავთ.
რა სჯობს წვიმიან დღეს კომფორტულად მოვკალათდეთ, ცხელი ჩაი მოვიმზადოთ, პოპკორნი გავაკეთოთ და „ბინგ-ვოჩინგის“ დღესასწაული მოვაწყოთ?! ჩვენ წარმოგიდგენთ სხვადასხვა ჟანრის სამ სერიალს, რომელთა თავიდან ბოლომდე ნახვა ერთ საღამოშია შესაძლებელი.
ლას-ვეგასში გამართულ ბრძოლაში ილია თოფურიამ ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა. ამ ტრიუმფით ილია გახდა MMA-ის ისტორიაში მეათე მებრძოლი, რომელმაც შეძლო და ორი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.