2025 წელი კინომოყვარულებისთვის გამორჩეულად საინტერესოა – წლის ბოლომდე ეკრანებზე არაერთი ნანატრი პრემიერა გამოვა. ბლოკბასტერები, ანიმაციები და გამორჩეული რეჟისორების ახალი ნამუშევრები უკვე გზაშია. ამ სტატიაში გთავაზობთ იმ ფილმების ჩამონათვალს, რომლებიც 2025 წლის დარჩენილ თვეებში კინოთეატრებში გამოჩნდება.
Mission: Impossible – The final reckoning
23 მაისს ტომ კრუზი ეთან ჰანტის როლში დაგვიბრუნდება. Mission: Impossible-ის მერვე ნაწილის რეჟისორი კრისტოფერ მაკქუორია. ტრეილერი გვპირდება მაღალ დრამატიზმს, სირთულეებით სავსე სცენებსა და, რა თქმა უნდა, ტომ კრუზის სტილს – დაუვიწყარ ტრიუკებს, რომლებიც თითქმის მთლიანად სპეცეფექტების გარეშეა შესრულებული.
ლილო და სტიჩი (Live-Action)
23 მაისს დისნეის ყველასთვის საყვარელი ანიმაცია დიდ ეკრანს უბრუნდება და Lilo & Stitch-ის Live-Action ადაპტაციას ვიხილავთ. ფილმის რეჟისორია დინ ფლაიშერ კემპი, რომელმაც ლილოსა და სტიჩის ამბავი მეგობრობაზე, ოჯახსა და სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნაზე ახლებურად გადმოსცა
Karate Kid: Legends
მაისს ღირსეულად დაასრულებს კლასიკური სერიის ახალი სიცოცხლე – Karate Kid: Legends დიდ ეკრანბზე 30 მაისს ვიხიალვთ. ეკი ჩანი და რალფ მაკიო ახალ თაობასთან ერთად ბრუნდებიან დიდ ეკრანზე, ხოლო მთავარი გმირის როლს ბენ ვანგი ასრულებს.
ბალერინა
6 ივნისს ეკრანებზე John Wick-ის სპინ-ოფი Ballerina გამოჩნდება – მთავარ როლშია ანა დე არმასი, რომელიც შურისმაძიებელი ბალერინის სახეს ირგებს. ფილმის სიუჟეტი მესამე და მეოთხე ნაწილებს შორის ვითარდება. პერსონაჟი Ruska Roma-ს ტრადიციებით გადამზადებულ ბალერინა-ასასინად ყალიბდება და მამის მკვლელისთვის შურისძიებას იწყებს.
25 ივნისს კი ბრედ პიტს ფორმულა 1-ის მრბოლელის როლში ვიხილავთ. ამ ფილმში ვნახავთ რას ნიშნავს იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის ნაწილი და როგორია ცხოვრება სცენის მიღმა.
M3GAN 2.0
27 ივნისს ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის პრემიერაა ჩანიშნული. დიდ ეკრანებზე AI თოჯინა ბრუნდება და ტექნოლოგიური პროგრესის საფრთხეებზე ხელახლა დაგვაფიქრებს. ტრეილერის მიხედვით, M3GAN-ის ტექნოლოგია მოიპარეს და სამხედრო რობოტის, ამელიას, შესაქმნელად გამოიყენეს. ამელიას საკუთარი თავის აღქმის უნარი აქვს, ის შემქმნელების წინააღმდეგაა განწყობილი და სამყაროსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
სუპერმენი
11 ივლისს ეკრანებზე გამოვა ჯეიმს განის მიერ გადაღებული Superman – DC Comics-ის კლასიკური პერსონაჟის ახალი ვერსია. კლარკ კენტის როლში დევიდ კორენსუეტი გვევლინება, რომელიც საკუთარი იდენტობისა და შესაძლებლობების გააზრების გზას იწყებს.
ფანტასტიკური ოთხეული: პირველი ნაბიჯები
Marvel-ის სამყაროში ახალი სათავგადასავლო ფილმების სერია იწყება. მარველი ამ კომიქსის უკვე მეორე ეკრანიზაციას გვთავაზობს. ამჯერად მთავარ როლებში პედრო პასკალი, ვანესა კირბი, ჯოზეფ ქუინი და ებონ მოს-ბახრახი არინა. პრემიერა 25 ივლისსაა ჩანიშნული.
Wicked: For Good
21 ნოემბერს „ალქაჯის“ გაგრძელებას ვიხილავთ. არიანა გრანდე და სინთია ერივო კვლავ გამოჩნდებიან ოზის სამყაროში და მიუზიკლის ენით მოგვიყვებიან ახალ ამბებს.
Zootopia 2
26 ნოემბერს ზოოტოპია 2 ეკრანებზე ბრუნდება – დეტექტივები ჯუდი ჰოპსი და ნიკ უაილდი კვლავ ერთიანდებიან, რათა ახალი საქმე გახსნან დიდ ქალაქში, სადაც ყველაფერი ისევ ისე მშვიდად არ არის, როგორც ჩანს.
ავატარი: ცეცხლი და ფერფლი
19 დეკემბერს ჯეიმზ კამერონის ეპიკური საგის გაგრძელებას ველით. მოლოდინშია მეოთხე და მეხუთე ნაწილებიც – მათი პრემიერა 2029 და 2031 წლებშია დაგეგმილი.
Marty Supreme
მარტი სუპრიმი სათავგადასავლო კომედიურ-დრამატული ფილმია, რომელიც მაგიდის ტენისის მოთამაშე Marty Reisman-ის შესახებ მოგვითხრობს. მთავარ როლებში კი ტიმოთი შალამე და გვინეთ პელტროუ მოგვევლინებიან.
სალომე ბენიძის პიესა „მარო“ გერმანული გამომცემლობის, AvivA-ს ხელშია. გერმანულ თარგმანზე იუნონა გურული იმუშავებს. AvivA Verlag არის გამომცემლობა, რომელიც მივიწყებული საგანძურისა და მსოფლიო ლიტერატურის განსაკუთრებული ქალების ძიებაშია. რა გასაკვირია, რომ ამ გზაზე გამომცემლობამ მარო მაყაშვილი და სალომე ბენიძე აღმოაჩინა.
3 მაისს ბრაზილიაში ლედი გაგას ისტორიული დაბრუნება ვიხილეთ. რიოში, კოპაკაბანას სანაპიროზე ლედი გაგას კონცერტისთვის 2,5 მილიონი მსმენელი შეიკრიბა. კონცერტზე პოპვარსკვლავმა მსოფლიო და პირადი რეკორდებიც კი მოხსნა.
მეორე სეზონი ახალი თავგადასავლებით და საიდუმლოებითაა სავსე. მოინიშნეთ კალენდარში 6 აგვისტო, ოთხშაბათი. Nevermore-ის ახალი სემესტრი ქაოსით, ზებუნებრივი ძალებითა და ჩვეული შავ-ბნელი იუმორით გვიახლოვდება.