საქველმოქმედო ღონისძიებების და ჰუმანიტარული დახმარებების რაოდენობა სიზუსტით ასახავს იმ თანადგომას და მხარდაჭერას, რომელსაც ქართველი ერი მოძმე უკრაინელების მიმართ განიცდის. 6 მარტს, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობას 70-მდე მხატვარი იღებს, ღონისძიებაზე ასევე გაიმართება პერფორმანსი მოდერაციით, სადაც ხელოვანები სხვადასხვა ფორმებით გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ანი თოიძე
„თუკი ისტორია დროის მანქანად შეიძლება გარდაიქმნას, ნათელი უნდა იყოს, რომ რუსეთის ფაქტობრივმა მთავრობამ უკრაინა და მთელი პლანეტა ყველაზე ბნელ დროში მოაქცია. ვიმედოვნებთ, რომ ერთი ავადმყოფი ადამიანის გადაწყვეტილებებისა და ამ სამყაროში ცხოვრების ძალების არაპროპორციულობა ძალიან მალე შეასრულებს თავის როლს და ჩვენ ახალ, უფრო მშვიდობიან, დემოკრატიულ და ჯანსაღ სამყაროში გავიღვიძებთ“ - ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.
მარიამ აქუბარდია
საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორთა შორის არიან ქართული ვიდეო ხელოვნების არქივი, პარალელური კლასი, გალერეა საწყობი, ორგანიზაცია მანუფაქტურა, მოზგოვოი სტუდიო, ინბითვინ ქონდიშენ, პლატფორმა კირკე, The Why Not Gallery, Not Museum, ილუსტრატორთა კლუბი; ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ელენე გაბრიჩიძე, გიორგი გელაძე, მიშა გოგრიჭიანი, მაკა კილაძე, სოფო კობიძე, ბაქარ მიგრიაული, სანდრო სულაბერიძე, ზურა ცოფურაშვილი, ვატო წერეთელი, მამუკა ჯაფარიძე, ნინო ზირაქაშვილი, დავით კუხალაშვილი და სხვები.
ნატა ვარაზი
ღონისძიების ფარგლებში შეგროვებული თანხა გადაირიცხება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ასევე მსურველებს შეეძლებათ მიიტანონ უკრაინაში გასაგზავნი პირველადი საჭიროების ნივთები, რაც შეიფუთება და გადაეცემათ შესაბამის ორგანიზაციებს გასაგზავნად.
ბიონსეს ახალი ტურნე Cowboy Carter ამერიკული ვესტერნის სტილშია გამართული. სცენაზე წარმოდგენილი სასცენო კოსტიუმები მაღალი მოდის სახლებისა და თანამედროვე დიზაინერების ნამუშევრებს აერთიანებს. ჰიუსტონში კი მომღერალმა დავით კომას სპეციალურად შექმნილი კოსტიუმი მოირგო.
20-წლიანი პაუზის შემდეგ თიკა ფაცაცია სიმღერით „ბედნიერებას მჯერა“ ბრუნდება. The Diary-სთან ინტერვიუში ის სიმღერის გზავნილსა და ახალი ნამუშევრის შექმნის პროცესზე გვიყვება.
23 წლის გიორგი გაგუა ეროვნული ნაკრების დებიუტისთვის ემზადება. The Diary გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა თავდამსხმელთან, სადაც ის საუბრობს ნაკრებში გამოძახების ემოციებზე, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის იმედებზე და ხორვატიაში ცხოვრების გამოცდილებაზე.