#მუსიკა

„ბედნიერების მჯერა“ – თიკა ფაცაციას ახალი სიმღერა 20 წლის შემდეგ

გაზიარება:

„ოცი წელია, ყოველ ახალ წელს ერთსა და იმავე სურვილს ვიფიქრებ – სიმღერა ჩავწერო და კლიპი გამოვუშვა. ჰოდა, წელს სიმღერა ჩავწერე და კლიპიც გამოვუშვი“, – თიკა ფაცაცია.

20-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ თიკა ფაცაცია მსმენელს სიმღერით „ბედნიერების მჯერა“ დაუბრუნდა. მუსიკალური კლიპის პრემიერა 7 ივლისს „კავეა სითი მოლში“ შედგა. „ბედნიერების მჯერა“ მომღერლის ცხოვრების გზას ასახავს. კლიპში პატარა თიკას როლს ნინა ფაცაცია ასრულებს, ხოლო ტექსტის ნარატივი ბედნიერების პოვნაზეა აგებული.

თიკა ფაცაცია, ბედნიერების მჯერა, Tika Patsatsia, Bednierebis Mjera

თიკა, 20-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, რამდენად რთული იყო დაბრუნება?

თიკა: თავიდან არ მეგონა, რომ ეს პროცესი რთული იქნებოდა, თუმცა ბოლო კვირას გავგიჟდი და გადავირიე, თითქოს, მთელი ეს პერიოდი, რის გამოც შემოქმედებითად არ ვიყავი აქტიური, ერთად დაგროვდა. ახლა, როცა ეს ნანატრი დრო დადგა, უზომოდ ბედნიერი ვარ და თან ვღელავ, რადგან ძალიან მინდა ჩემი ახალი ნამუშევარი მსმენელამდე ზუსტად იმ ემოციით მივიდეს, რა ემოციითაც ჩავიფიქრე.

თიკა ფაცაცია, ბედნიერების მჯერა, Tika Patsatsia, Bednierebis Mjera

რამდენად დიდია სხვაობა დღევანდელ თიკასა და იმ თიკას შორის, რომელიც 20 წლის წინ იყო?

თიკა: მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩემს თავს ყოველთვის ვგავარ, ბავშვობიდან მოყოლებული ცხოვრებას ერთნაირად ვუყურებ. თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა. 20 წელი ცოტა დრო ნამდვილად არ არის იმისთვის, რომ ადამიანი ყოველმხრივ – ემოციურად, შინაარსობრივად, მსოფლმხედველობით, ფიქრებით – არ შეიცვალოს. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდულ სულს მაინც ვინარჩუნებ!

თიკა ფაცაცია, ბედნიერების მჯერა, Tika Patsatsia, Bednierebis Mjera

ამ სიმღერით რისი თქმა გსურთ?

თიკა: სიმღერას ჰქვია „ბედნიერებას მჯერა“. ეს სახელი ბუნებრივად ამოხტა ჩემი პირიდან, როდესაც სიმღერისთვის ტექსტზე ვფიქრობდით. პირველი ეს სიტყვები ამოვთქვი და შემდეგ მივხვდი, რომ ეს ალბათ ის არის, რისი თქმაც ამდენი ხანია მინდა. ჩემი აზრით, ბედნიერება პირობითი ცნებაა; ვიღაცისთვის დიდი რამაა, ვიღაცისთვის – პატარა. ჩემთვის კი ძალიან პატარა ბედნიერებებიც დიდია, ამიტომაც მინდოდა, რომ ამაზე გამეკეთებინა აქცენტი.

თიკა ფაცაცია, ბედნიერების მჯერა, Tika Patsatsia, Bednierebis Mjera

ნამუშევრის მუსიკა რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის, ტექსტი კი ირინა სანიკიძისა და თიკა ფაცაციას შექმნილია. სიმღერის არანჟირებასა და ორკესტრირებაზე ნიკოლოზ რაჭველმა და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა იმუშავეს. სიმღერის კლიპის რეჟისორი მახო ყიფშიძე გახლავთ, კოსტიუმების მხატვარი – სალომე ტყაბლაძე, ხოლო კრეატიული დირექტორი – არჩილ სოლოღაშვილი.

ზევით