უკვე ოფიციალურად: უტოპიური სამყარო, რომელსაც სულ ერთი ნაბიჯი აშორებს რეალობამდე, ახალი მე-4 სეზონით გვიბრუნდება. „მხევლის წიგნი“ მათ შესახებ განაგრძობს თხრობას, რომლებმაც გილიადას კლანჭებიდან დაღწევა მოახერხეს და მათზეც, ვინც სისტემის ნგრევას შიგნიდან აგრძელებს.
ნანატრი პრემიერის დღე
როგორც ჩვენთვის ცნობილია, „მხევლის წიგნის“ ახალი სეზონის პრემიერა 28 აპრილს გაიმართება, ამ მნიშვნელოვანი თარიღის გაზიარებასთან ერთად, Hulu-მ სერიალის დამაინტრიგებელი თრეილერი და სინოფსისიც წარმოგვიდგინა და ჩვენც სულმოუთქმელად ველით მნიშვნელოვანი თარიღის მოახლოებას.
ახალ სეზონში, ჯუნი, როგორც მეამბოხე ლიდერი გილიადის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას, თუმცა რისკები იმაზე მოულოდნელი და სახიფათოა, ვიდრე წარმოგვედგინა
სულ 10 ეპიზოდს ვიხილავთ
პირველი სეზონის მსგავსად, „მხევლის წიგნის“ ახალ სეზონში სულ 10 ეპიზოდი იქნება. როგორც შოუს შექმნელები აცხადებენ, მე-4 სეზონის სტურქტურა იქნება მარტივი და სიუჟეტის მთავარ ხაზზე ფოკუსირებული, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი შევიტყოთ ჯუნის მოგზაურობისა და ხიფათიანი თავგადასავლის შესახებ.
სამსახიობო შემადგენლობა
ელისაბეთ მოსის გარეშე რომ „მხევლის წიგნი“ წარმოუდგენელია ამაზე ყველანი ერთხმად ვთანხმდებით, თუმცა ისიც ვაღიაროთ, რომ გასულ სეზონში ნიკის პერსონაჟი (მაქს მინგელა) ძალიან დაგვაკლდა, ამ დანაკლისს კი ახალ სეზონში ავინაზღაურებთ, რომელიც ჯუნის გულისწორის პირად ისტორიაზეც იქნება ფოკუსირებული და ნიკის წარსულის შესახებ მეტს გვიამბობს.
კიდევ ერთი სიახლე სამსახიობო შემადგენლობაში ახალგაზრდა მსახიობის მაკენა გრეისის გამოჩენას ეხება, რომელიც გილიადის ერთ-ერთი მეთაურის თინეიჯერი ცოლის როლს მოირგებს,
სერიალის მეორე სეზონი, საინტერესო სიუჟეტთან ერთად, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი კოსტიუმებითაც გამოირჩევა. Wednesday-ის გოტიკურ სამყაროს ვიზუალურ ესთეტიკაზე, უკვე მეორე სეზონია, რაც ოსკაროსანი კოლინ ეტვუდი ზრუნავს.
წინანდლის ფესტივალი კვლავ კლასიკური მუსიკისა და ისტორიული მემკვიდრეობის აღსანიშნავად გვეპატიჟება. წლევანდელი, რიგით მეშვიდე ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორი S-society გახლავთ, რომელიც თავისი ფილოსოფიით გვახსენებს, რომ განსაკუთრებული გამოცდილებების ძიების ხელოვნება კვლავაც ცოცხალი და აქტუალურია.
ჯეისონ მომოა ვენეციის კინოფესტივალზე ვარდისფერი კოსტიუმით, ბირკენსტოკებითა და შეღებილი ფრჩხილებით გამოჩნდა. მას წითელ ხალიჩაზე 16 წლის ვაჟი, ნაკოა-ვულფი ახლდა, რომელიც Dune: Part Three-ში მონაწილეობს.