NEW COUPLE ALERT: პამელა ანდერსონი და ლიამ ნისონი ერთად არიან
ჰოლივუდში ახალი წყვილი გამოჩნდა. პამელა ანდერსონმა და ლიამ ნისონმა სიყვარული ფილმ The Naked Gun-ის გადაღებებზე იპოვეს და მათი ეკრანული ქიმიაც რეალობად იქცა.
2023 წლის საბავშვო ევროვიზიაზე, საქართველოს, ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარადგენენ. მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსში საქართველო, სიმღერით Over The Sky, გამოჩნდება. კომპოზიციაზე მებო ნუცუბიძემ და ბეთხომ (ირაკლი მანჩხაშვილი) ერთობლივად იმუშავეს.
Over The Sky-სთვის მუსიკალური კლიპი, რომლის პრემიერაც გუშინ, 15 ოქტომბერს შედგა რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვარი შაკო პოპიაშვილი, კოსტიუმების დიზაინერი კი იზა ნადარეიშვილი გახლავთ.
საბავშვო ევროვიზიის კონკურსის მასპინძელი ქვეყანა, წელს საფრანგეთი იქნება, ნიცაში მუსიკალური კონკურსი სტარტს 26 ნოემბერს აიღებს. თავდაპირველად, საქართველოს სახელით, 2023 წლის მუსიკალურ კონკურსზე, მხოლოდ პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ანასტასია ვასაძე უნდა წარმდგარიყო, თუმცა მოგვიანებით მას ორი მონაწილე ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი შეუერთდნენ.