პრინცესა დიანას დიდებული საპატარძლო კაბა, რომელიც ლედი დის 1981 წელს პრინც ჩარლზთან ქორწილისას ამშვენებდა, კენსინგტონის სასახლეში გამოიფინება და საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა, ეს სილამაზე საკუთარი თვალით იხილოს.
დიზაინერების - ელიზაბეთისა და დევიდ ემანუელების მიერ შექმნილი სადედოფლო კაბა, კენსინგტონის სასახლეში ახალი გამოფენის („სამეფო სტილი მზადების პროცესში“) ნაწილი იქნება, რომლის ხილვაც მსურველებს 3 ივნისიდან შეეძლებათ.
პრინცესა დიანას საპატარძლო კაბა კენსინგტონის სასახლეს მისმა ვაჟებმა პრინცმა უილიამმა და პრინცმა ჰარიმ დაუთმეს, თუმცა დროებით. გამოფენა პრინცესა დიანას 60 წლის იუბილეს ემთხვევა, სწორედ ამიტომ ამ ღონისძიებას ორმაგი დატვირთვა აქვს როგორც მისი შვილებისთვის, აგრეთვე უელსის პრინცესას გულშემატკივრებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ პრინცესა დიანა და პრინცი ჩარლზი 1996 წელს განქორწინდნენ, ლედი დის საპატარძლო კაბა მაინც ერთ-ერთი ყველაზე დიდებული, ელეგანტური და გრაციოზული კაბაა ისტორიაში. საკულტო კაბა ერთდროულად აერთიანებდა იმ დროისთვის ტრენდულ შტრიხებსა და ძვირფას მორთულობებს, თუმცა მისი მთავარი ხელწერა მაინც ფატაა, რომელიც სამეფო ქორწილების ისტორიაში დღემდე ყველაზე გრძელ ფატად მიიჩნევა.
სერიალის მეორე სეზონი, საინტერესო სიუჟეტთან ერთად, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი კოსტიუმებითაც გამოირჩევა. Wednesday-ის გოტიკურ სამყაროს ვიზუალურ ესთეტიკაზე, უკვე მეორე სეზონია, რაც ოსკაროსანი კოლინ ეტვუდი ზრუნავს.
წინანდლის ფესტივალი კვლავ კლასიკური მუსიკისა და ისტორიული მემკვიდრეობის აღსანიშნავად გვეპატიჟება. წლევანდელი, რიგით მეშვიდე ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორი S-society გახლავთ, რომელიც თავისი ფილოსოფიით გვახსენებს, რომ განსაკუთრებული გამოცდილებების ძიების ხელოვნება კვლავაც ცოცხალი და აქტუალურია.
ჯეისონ მომოა ვენეციის კინოფესტივალზე ვარდისფერი კოსტიუმით, ბირკენსტოკებითა და შეღებილი ფრჩხილებით გამოჩნდა. მას წითელ ხალიჩაზე 16 წლის ვაჟი, ნაკოა-ვულფი ახლდა, რომელიც Dune: Part Three-ში მონაწილეობს.