ერთი წლის წინ, საკმაოდ ამაღელვებელი სიახლე შევიტყვეთ, ქართველი სცენარისტისა და კინორეჟისორის სრულმეტრაჟიანი ფილმი „დასაწყისი“, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სექციაში დასახელდა და ფილმის პრემიერაც ჩანიშნული გახლდათ, როდესაც Covid 19-მა ყველა დალაგებული გეგმა არია, კანის კინოფესტივალი ჩაიშალა, „დასაწყისის“ მსოფლიო პრემიერა კი შემოდგომამდე გადაიდო.
მნიშვნელოვანი კინოფესტივალი 2020 წელს გაუქმდა, თუმცა დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანმა ფილმმა მსოფლიო აღიარების მოპოვება მაინც მოახერხა. ერთი წლის განმავლობაში, „დასაწყისმა“, ათეულობით ჯილდო, არა ერთი მნიშვნელოვანი ნომინაცია და კინოკრიტიკოსების მნიშვნელოვანი შეფასებებიც დაიმსახურა.
მსოფლიო აღიარების შემდეგ, დეას ფილმის პრემიერის დღე საქართველოშიც მოახლოვდა, ხვალ, 24 ივნისს „დასაწყისის“ ნახვის საშუალება ქართველ მაყურებელს საქართველოს კინოთეატრებში შეეძლება.
„დასაწყისი“ იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ იანას (ია სუხიტაშვილი) თვალთახედვიდან მოგვითხრობს, მთავარი გმირის პრიზმიდან, რომელიც ეგზისტენციალურ კრიზისში იმყოფება, დედაზე, რომლისთვისაც აწმყო გაურკვეველი და მეუღლეზე, რომლისთვისაც მომავალი ბუნდოვანია. დეა კულუმბეგაშვილმა შეძლო და იანას ცხოვრება რომანტიზების გარეშე გადმოგვცა, რეალურად და ხელშესახებად წარმოგვიჩინა მთავარი გმირის განცდები და შეგრძნებები და ჩვენც ისტორიის მონაწილე გაგვხადა.
სალომე ბენიძის პიესა „მარო“ გერმანული გამომცემლობის, AvivA-ს ხელშია. გერმანულ თარგმანზე იუნონა გურული იმუშავებს. AvivA Verlag არის გამომცემლობა, რომელიც მივიწყებული საგანძურისა და მსოფლიო ლიტერატურის განსაკუთრებული ქალების ძიებაშია. რა გასაკვირია, რომ ამ გზაზე გამომცემლობამ მარო მაყაშვილი და სალომე ბენიძე აღმოაჩინა.
2025 წელი კინომოყვარულებისთვის სავსეა საინტერესო პრემიერებით. The Diary გთავაზობთ იმ კინოსურათების სიას, რომელთა დიდ ეკრანებზე გამოჩენაც 2025 წლის დარჩენილ თვეებშია დაგეგმილი.
3 მაისს ბრაზილიაში ლედი გაგას ისტორიული დაბრუნება ვიხილეთ. რიოში, კოპაკაბანას სანაპიროზე ლედი გაგას კონცერტისთვის 2,5 მილიონი მსმენელი შეიკრიბა. კონცერტზე პოპვარსკვლავმა მსოფლიო და პირადი რეკორდებიც კი მოხსნა.