ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ საერთაშორისო კინოფესტივალებზე მწვერვალების დპყრობას განაგრძობს, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქართულს ფილმს ჩიკაგოს 57-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარისთვის ვერცხლის ჰიუგო გადაეცა.
აღსანიშნავია, „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ წელს ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაშიც იყო წარმოდგენილი: 1993 წლის შემდეგ, ეს პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც ბერლინალეს მთავარ სელექციაში მოხვდა. მაშინ „ვერცხლის დათვი“ თემურ ბაბლუანის „უძინართა მზეს“ გადაეცა.
150-წუთიანი ფილმი საქართველოსა (Sakdoc Film) და გერმანიის (DFFB) ერთობლივი ნამუშევარია. გადაღება 2019 წლის აპრილიდან დაიწყო, საბოლოო მონტაჟი წელს, თებერვალში დასრულდა.
ფილმში მოქმედება ქუთაისის ქუჩებში ვითარდება. ფარმაცევტ ლიზას და ფეხბურთელ გიორგის ერთი ნახვით უყვარდებათ ერთმანეთი და პაემანზეც შეთანხმდებიან, მაგრამ ერთმანეთის ნახვას ვერ ასწრებენ, რადგან მეორე დილით სხვა ადამიანებად გადაიქცევიან. შელოცვა მათ მხოლოდ გარეგნობას კი არა, ყველა უნარ-ჩვევას უცვლის და ორივე ერთსა და იმავე კაფეში, მოხუც მეპატრონესთან იწყებს მუშაობას. ფილმის სამსახიობო გუნდის წევრები გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე არიან.
სალომე ბენიძის პიესა „მარო“ გერმანული გამომცემლობის, AvivA-ს ხელშია. გერმანულ თარგმანზე იუნონა გურული იმუშავებს. AvivA Verlag არის გამომცემლობა, რომელიც მივიწყებული საგანძურისა და მსოფლიო ლიტერატურის განსაკუთრებული ქალების ძიებაშია. რა გასაკვირია, რომ ამ გზაზე გამომცემლობამ მარო მაყაშვილი და სალომე ბენიძე აღმოაჩინა.
2025 წელი კინომოყვარულებისთვის სავსეა საინტერესო პრემიერებით. The Diary გთავაზობთ იმ კინოსურათების სიას, რომელთა დიდ ეკრანებზე გამოჩენაც 2025 წლის დარჩენილ თვეებშია დაგეგმილი.
3 მაისს ბრაზილიაში ლედი გაგას ისტორიული დაბრუნება ვიხილეთ. რიოში, კოპაკაბანას სანაპიროზე ლედი გაგას კონცერტისთვის 2,5 მილიონი მსმენელი შეიკრიბა. კონცერტზე პოპვარსკვლავმა მსოფლიო და პირადი რეკორდებიც კი მოხსნა.