როგორ წარმოგიდგენიათ Speed-ის და Fight club-ის სინთეზი? საინტერესოდ ჟღერს, არა?! ჰოდა, მოემზადეთ, სულ მალე ეკრანებზე სანდრა ბულოკისა და ბრედ პიტის პირველ კინო ტანდემს იხილავთ. გასულ კვირას ჰოლივუდელი ვარსკვლავები ახალი action ფილმის - Bullet train გადასაღებ მოედანზე დააფიქსირეს.

შეიძლება ითქვას, რომ მძაფრსიუჟეტიანი კინოს განვითარებაში ორივე მსახიობს დამსახურებული წვლილი აქვს შეტანილი, თუმცა მაღალი რანგის მსახიობები ეკრანზე ერთად არასდროს გვყავს ნანახი. Page six-ის პაპარაცებმა სენდი და ბრედი ლოს-ანჯელესის ქუჩებში, ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოღწევის დროს დააფიქსირეს.

დევიდ ლეიჩის ახალი ნამუშევარი ცნობილი იაპონური წიგნის - Maria Beetle-ის ეკრანიზაციაა. სცენარი რამდენიმე მკვლელობას და hitman-ის ისტორიას მოიცავს. 57 წლის პიტი და 56 წლის ბულოკი მთავარ როლებს ასრულებენ.
Page six-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ვარსკვლავები გადასაღებ მოედანზე სახის ფარებით გადაადგილდებიან. რამდენიმე დღით ადრე ბრედი მეორე პარტნიორთან - ჯოე კინგთან ერთად დააფიქსირეს. ფილმში სანდრასთან და ბრედთან ერთად ასევე აარონ ტეილორ-ჯონსონი, მაიკლ შენონი, ლოგან ლერმანი და სხვა მსახიობები გამოჩნდებიან.