ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ჯუზეპე ვერდის მემკვიდრის, დიდი იტალიელი კომპოზიტორის, ჯაკომო პუჩინის ოპერა „მანონ ლესკო“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას უბრუნდება. გრანდიოზულ პრემიერამდე მხოლოდ 1 დღე გვაშორებს, 9 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით ლატვიის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის პროდუქცია ქართული ოპერის სცენას დაიკავებს.
„მანონ ლესკოს“ ქართული პრემიერა 1897 წელს თბილისის სახაზინო თეატრში შედგა, საოპერო თეატრის დასი ახლა სწორედ ამ ისტორიული დაბრუნებისთვის ემზადება
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პუჩინის ოპერის პრემიერის თარიღს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ის თეატრის მთავარი დირიჟორის ზაზა აზმაიფარაშვილის 60 წლის იუბილეს ეძღვნება, საპრემიერო სპექტაკლის შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ საზეიმო ღონისძიება - მაესტროს ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართება.
„მანონ ლესკოში“ მონაწილეობას მიიღებენ, როგორც თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი, აგრეთვე მოწვეული მუსიკოსები. სპექტაკლის ჩვენებები 9, 10, 16, 17, 23 და 24 ივლისაა ჩანიშნული, ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.
ლონდონში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სამხედრო ცერემონია Trooping the Colour 2025 გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეფე ჩარლზი, პრინცესა კეთრინი და ოჯახის წევრები. ყურადღება პრინცესა კეთრინის ჩაცმულობამ და ღონისძიების ცერემონიალის დეტალებმა.
ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მთავარ სიმბოლოდ იქცა — მან ნეაპოლში სკუდეტო მოიგო, PSG-ს ჩემპიონთა ლიგა მოუტანა და საქართველოს ისტორიულად პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
პლატფორმა Max „ჰარი პოტერის“ სერიალის მზადებაშია. ჰოგვორტსის პროფესორების შემდეგ, ახლა უკვე ცნობილი ტრიოს – ჰარის, ჰერმიონისა და რონის პერსონაჟების შემსრულებელი მსახიობების ვინაობაც ვიცით. სერიალის გადაღებები ამ ზაფხულს დაიწყება.