NEW COUPLE ALERT: პამელა ანდერსონი და ლიამ ნისონი ერთად არიან
ჰოლივუდში ახალი წყვილი გამოჩნდა. პამელა ანდერსონმა და ლიამ ნისონმა სიყვარული ფილმ The Naked Gun-ის გადაღებებზე იპოვეს და მათი ეკრანული ქიმიაც რეალობად იქცა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოფენა თბილისში, თიბისი კონცეპტის სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე მიმდინარეობს. გამოფენა სახელწოდებით - „ციფრული მკვიდრები“ თანამედროვე ხელოვანების საერთაშორისო ჯგუფს აერთიანებს.
გამოფენის სათაური მომდინარეობს პოეტის და ინტერნეტ-აქტივისტის, ჯონ პერი ბარლოუს მეტაფორიდან, რომელსაც ის თავის ესსეში , „კიბერსივრცის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“, ახსენებს.
მოგვიანებით ეს ტერმინი მწერალმა მარკ პრენსკიმ დააკანონა. ციფრული მკვიდრი მოიაზრებს ადამიანს, რომელიც ინფორმაციის ხანაში დაიბადა და ინტერნეტთან და ციფრულ ტექნოლოგიებთან თანაცხოვრება ადრეული ასაკიდან უწევდა. ამ ცნების საპირისპირო ტერმინია ციფრული ემიგრანტები — თაობა, რომელსაც მოუწია ინფორმაციის ხანით გამოწვეულ სწრაფ ცვლილებებთან ადაპტირება.
რეტროსპექტული გამოფენა შეისწავლის ციფრული ტექნოლოგიების და ინტერნეტის გავლენას ნამუშევრის შექმნაზე, გავრცელებასა და აღქმაზე. ხელოვანები, ინფორმაციული ტექნოლოგიების, სოციალური მედიის, იმერსიული თამაშების, აუგმენტური რეალობის და ხელოვნური ინტელექტის მზარდ განვითარებას აკვირდებიან. ისინი ახალი ტექნოლოგიებით სამყაროს შემეცნების გამოცდილებაზე რეაგირებენ.
გამოფენაში მონაწილე ხელოვანებს შორის არიან: ჯონ რაფმანი (კანადა), ბოგოსი სეხუხუნი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), ნიკოლოზ კაპანაძე (საქართველო), ნიმა ბარეჰმანდი (ირანი), თამო ჯუღელი (საქართველო), Total Refusal Collective (ავსტრია) და სხვები.