მანამ, სანამ მარკ ცუკერბერგის გადაწყვეტილებას სიღრმისეულად განვიხილავთ და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის რებრენდინგის საკითხს პუნქტებად ჩავშლით, ყველაზე აქტუალურ შეკითხვას „ადამიანურ ენაზე“ ვუპასუხებთ. დიახ, Facebook-მა სახელი შეიცვალა და ამიერიდან კომპანია META-ს სახელით განაგრძობს მოღვაწეობას, მაგრამ სოციალური ქსელის სახელი უცვლელი რჩება.
1. შეიცვლის თუ არა სახელს და ლოგოს აპლიკაცია?
არა! თქვენს ტელეფონებსა, თუ სხვა გაჯეტებში Facebook-ს ისევ ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი ლოგოტიპით მოძებნით და სოციალური ქსელის სახელწოდება უცვლელი რჩება. თუმცა, Facebook მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული აპლიკაციის დასახელებად დარჩება, კომპანია კი, რომელსაც გაცილებით დიდი გეგმები აქვს, კრიზისულ სიტუაციაში მყოფი სოციალური მედიისგან დისტანცირებას გეგმავს. META-ს მთავარი საფიქრალი ამიერიდან ახალი ციფრული სამყაროს შექმნაა, რომელიც „მეტავერსი“-ს სახელით იქნება ცნობილი.
2. რატომ იცვლის სახელს Facebook?
მიზეზი მიმდინარე კრიზისია, რომელიც Facebook-ის აპლიკაციის მიმართ უნდობლობამ და რიგმა სკანდალებმა გამოიწვია. მათ შორისაა რუსული დეზინფორმაცია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან და Cambridge Analytica-ის კრიზისთან დაკავშირებით, რაც პერსონალური მონაცემების არასათანადო გაზიარებას მოიცავდა. კრიტიკოსების აზრით, კომპანიის წარმომადგენლობა ზედმიწევნით ადევნებდა თვალყურს რეალური სამყაროსთვის მიყენებულ ზიანს, რომელიც მათი პლატფორმის მიერ იყო გამოწვეული, თუმცა უგულებელყოფდა ნებისმიერ გაფრთხილებას.
3. როდის მოხდება რებრენდინგი?
მარკ ცუკერბერგმა კონფერენციაში თქვა, რომ კომპანიის META-დ გარდასახვას მინიმუმ ერთი ათწლეული დასჭირდება. მისი მიზანი ამ დროის განმავლობაში მილიარდ ადამიანამდე მიღწევა გახლდათ. ორშაბათს კომპანიამ განაცხადა, რომ მისი ინვესტიციები მეტავერსში - რომელიც ტექნოლოგიური სფეროდან კიდევ 10,000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს, კომპანიის 2021 მოგებას 10 მილიარდი დოლარით შეამცირებს.
4. რა არის „მეტავერსი“?
მეტავერსი Facebook-ის შემქმნელის ინოვაციური პროექტია. ეს გახლავთ ვირტუალური სამყარო, რომელშიც ყველა ავატარების სახით ვიცხოვრებთ, დავესწრებით ვირტუალურ შეხვედრებს, ვიშოპინგებთ ვირტუალური ფულით და ა.შ. მოკლედ, ჩვენი ცხოვრება (სურვილიდან გამომდინარე) მთლიანად ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლებს.
Ad Summit Tbilisi 20 ივნისს, 2025 წლის გამოშვებით ბრუნდება. წლის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ქართული ციფრული მარკეტინგული სამიტი ამჯერად რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიების Global Tech Weekend Tbilisi 2025 ფარგლებში გაიმართება.
20-22 ივნისს თბილისი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend 2025-ს უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქი რეგიონში ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და თანამშრომლობის ჰაბად მოგვევლინება. როგორც ღონისძიების მედია პარტნიორები, The Diary-ს გუნდი ამ უნიკალური ფესტივალის ნაწილი გახლავთ.