ჩვენს პატარა ქვეყანაში, თითოეული ვარსკვლავის გაბრწყინება ძალიან გვახარებს. კიდევ უფრო მეტად გვიხარია ის, თუკი მათ წარმატებაში პატარა წვლილი ჩვენც მიგვიძღვის. დღეს, სწორედ ასეთ ამომავალ ვარსკვლავს გაგაცნობთ.
The Diary ამომავალ ვარსკვლავ ანო შენგელიასთან პირველ ინტერვიუს გთავაზობთ.
ph: Ika Pirveli, TheDiary
ანო ჩვენმა მკითხველმა SCARPIERA-ს ახალი კოლექციისადმი მიძღვნილ სტატიაში გაიცნო. მას ჩვენც ამ გადაღებისას შევხვდით, მისი გარეგნობით მოვიხიბლეთ და The Diary მაშინვე ანოს ერთგული გულშემატკივარი გახდა. გადაღებებზე გამოჩნდა, რომ ანოს კამერასთან მუშაობა საუკეთესოდ გამოსდის, თანაც, თავისუფალი ბუნება, პროფესიონალიზმი და საქმისადმი სიყვარული ახასიათებს. მას შემდეგ მოდელის კარიერას თვალს ვადევნებთ და ყოველი წარმატება ძალიან გვიხარია. ახლა კი, დრო დადგა, ქართული მოდის ახალი კაშკაშა სახე უკეთ გავიცნოთ. ანო კარიერის პირველ ნაბიჯებზე თავად მოგვიყვება და საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებასაც გაგვიზიარებს.
AVTANDIL
ph: Shushxo Production
ანო, როგორ დაიწყო შენი სამოდელო კარიერა?
ანო: მოდა ბავშვობიდან ჩემი ოცნების სფერო იყო. პატარა ასაკიდან ვმონაწილეობდი სხვადასხვა ტიპის გადაღებებში და ჩემი მოდისადმი ინტერესიც თანდათან უფრო იზრდებოდა. SCARPIERA-ს გადაღებების დროს, ჯერ კიდევ უცნობი იყო ჩემი გეგმები, თუმცა ის დანამდვილებით ვიცოდი, ამ სფეროში მოღვაწეობისთვის და საზღვრებს გარეთ გასვლისთვის ბოლომდე, დაუზარებლად რომ დავიხარჯებოდი.
ph: Inna
ცოტა ხნის წინ BERSHKA და H&M-ის კამპანიებში გიხილეთ. როგორ დაიწყო ეს ისტორია?
ანო: ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Premier Models-ის აგენტი დამიკავშირდა და ჩემთან კონტრაქტი გაფორმდა. საერთაშორისო ბრენდებთან ურთიერთობაზე სწორედ სააგენტო Premier Models-ი ზრუნავს.
IERI store shooting campaign: "Sizmara"
ph: mary.svya
ანო, შეგიძლია ადგილობრივი და უცხოური გადაღებების პროცესები შეადარო?
ანო: „საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის დროს განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას პერსონალის მობილიზება და დროის სწორად გათვლა. თუმცა, რთულია შეადარო აქაურ გადაღებებს, რადგან უცხოური ბრენდები ძალიან დიდ მასშტაბზეა გათვლილი და მათ მეტი შესაძლებლობა აქვთ. საერთაშორისო გამოცდილება სხვადასხვა ტიპისა და კულტურის მქონე ადამიანებთან საერთო ენის გამონახვაში დამეხმარა, ასევე დავხვეწე კამერასთან მუშაობის უნარიც.
ანო: სამომავლო გეგმა ამ ეტაპზე რაც შეიძლება მეტ ცნობად ბრენდთან თანამშრომლობაა.
სააგენტო, რომელიც ქართველ მოდელს წარმოადგენს, ლონდონში მდებარეობს და მოდელების მრავალფეროვანი სპექტრით გამოირჩევა. Premier Model Management-ის დახმარებით საზოგადოებამ უამრავი წარმატებული სახე გაიცნო. მათ შორის არიან, არც მეტი, არც ნაკლები, კრისტი ტერლინგტონი, ნაომი კემპბელი, ლინდა ევანგელისტა და კლაუდია შიფერი. სწორედ ეს სააგენტოა ანოსა და საერთაშორისო დონის ბრენდებს შორის შუამავალი და ქართველი მოდელის კარიერის განვითარებაზე სწორედ ის იზრუნებს.
SCARPIERA
ph: Ika Pirveli, TheDiary
ანო ნამდვილად სწორ ადგილასაა და მის ცხოვრებაშიც ახალი გამოწვევების დროა. იმედი გვაქვს, ახალგაზრდა მოდელს კიდევ უამრავი გამორჩეული ბრენდის კამპანიებსა თუ ჩვენებებში ვიხილავთ. თქვენ კი, ვისაც სამოდელო კარიერაში თავის დამკვიდრება გსურთ, ანოსგან რჩევას გიტოვებთ:
„არ დანებდეთ, ბოლომდე იშრომეთ და თქვენი თავისა და შესაძლებლობების გწამდეთ. ოცნებები ხდება“.
Ad Summit Tbilisi 20 ივნისს, 2025 წლის გამოშვებით ბრუნდება. წლის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ქართული ციფრული მარკეტინგული სამიტი ამჯერად რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიების Global Tech Weekend Tbilisi 2025 ფარგლებში გაიმართება.
20-22 ივნისს თბილისი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend 2025-ს უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქი რეგიონში ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და თანამშრომლობის ჰაბად მოგვევლინება. როგორც ღონისძიების მედია პარტნიორები, The Diary-ს გუნდი ამ უნიკალური ფესტივალის ნაწილი გახლავთ.