კამალამ ანკესი გადააგდო და ტრამპიც წამოეგო. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2024 წლის საპრეზიდენტო დებატები მოქმედ ვიცე პრეზიდენტსა და ყოფილ პრეზიდენტს შორის გაიმართა, მოსახლეობის უმეტესობის აზრით კი კამალა ჰარისმადონალდ ტრამპი “გაანადგურა”. დესერტად, დებატების დასრულების შემდეგ, კამალას საჯარო მხარდაჭერა ამერიკის ყველაზე პოპულარულმა შემსრულებელმა, ტეილორ სუიფტმა გამოუცხადა.
1-0 Mr. president!
ABC News-ის საპრეზიდენტო დებატები წელს 2 კანდიდატს შორის პირველად არ გამართულა. ზოგადად, არჩევნებამდე ამერიკაში რამდენიმე დებატი იმართება, თუმცა პირველი შეხვედრა წელს ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის შედგა. მას შემდეგ მოქმედმა პრეზიდენტმა კანდიდატურა მოხსნა და მისი ადგილი კამალა ჰარისმა დაიკავა, შესაბამისად, დებატები ჰარისისა და ტრამპის პირველი შეხვედრა გახლდათ. ვიცე პრეზიდენტმა ტრამპი კიბერ დებატებშიც გამოიწვია, თუმცა ჯერ უცნობია, გაყოფს თუ არა მორიგ შარში თავს ბატონი ტრამპი.
რაც შეეხება უპრეცედენტო შეხვედრას, ოპონენტებს თითო კითხვაზე პასუხის გასაცემად მხოლოდ 2 წუთი ჰქონდათ. დებატები აუდიტორიის გარეშე გაიმართა, ხოლო კითხვები წინასწარ არც ერთ კანდიდატს არ ჰქონია ნანახი.
დებატების დაწყების პირველივე წამებიდან ჩანდა, რომ ჰარისი ტრამპის წინააღმდეგ გამარჯვების მოსაპოვებლად მოვიდა. სტუდიაში შემოსვლისთანავე, ვიცე პრეზიდენტი ამაყად გაეშურა ყოფილი პრეზიდენტის მიმართულებით და ტრამპს ხელი ჩამოართვა. დონალდი გაცილებით შებოჭილი ჩანდა.
წყარო: Saul Loeb/AFP
წამყვანების პირველი შეკითხვა ამერიკის ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობას შეეხებოდა, კამალას პირველი პასუხი კი ტრამპის “თავდაცვის” რეჟიმში გადასვლას მოასწავლიდა. საშუალო ფენის ამერიკულ ოჯახში გაზრდილმა ჰარისმა საკუთარ ბავშვობაზე ისაუბრა და ისიც დასძინა, რომ ამ სცენაზე ის ერთადერთი ადამიანია, რომელსაც მუშათა კლასის ამერიკელების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რეალური გეგმა აქვს.
წყარო: Saul Loeb/AFP
ეს მხოლოდ დასაწყისი გახლდათ იმ დებატებისა, რომელშიც დონალდ ტრაპმს მთლიანად თავდაცვის რეჟიმზე მოუწია გადართვა, ჰარისი კი მაყურებელს საკუთარ გეგმებს აცნობდა და ამავდროულად ყოფილ პრეზიდენტს უკან დახევის შანსს არ უტოვებდა. ტრამპი საკმაოდ მოუმზადებელი ჩანდა. ჰარისმა რამდენჯერმე შეძლო ტრამპის ანკესზე წამოგება. ყოფილი პრეზიდენტი დაძაბულობისგან ისეთ გაუგებარ თემებს შეეხო, რომ ჰარისმა სიცილიც კი ვერ შეიკავა.
“სპრინგფილდში ადამიანები საკუთარ შინაურ ცხოველებს ჭამენ” - დონალდ ტრამპი.
გარდა ამისა, ტრამპმა არ გასცა პირდაპირი პასუხი შეკითხვას, უნდა თუ არა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდეს.
“მე მინდა, რომ ომი დასრულდეს” - დონალდ ტრამპი
ამ ფრაზის გამოყენება კამალა ჰარისმა კარგად შეძლო და ხაზი იმასაც გაუსვა, რომ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, პუტინის მთავარი სამიზნე დარჩენილი ევროპა და პირველ რიგში პოლონეთი იქნება.
წყარო: Alex Brandon/AP
“აქ, პენსილვანიაში მცხოვრებ ამერიკელ-პოლონელებს რატომ არ ეუბნებით, რამდენად მარტივად დაუთმობდით თქვენს მეგობარ დიქტატორს, რომელსაც თქვენი სადილად მირთმევა შეუძლია”?! - კამალა ჰარისი
ვიცე პრეზიდენტი ამერიკელების “კლასებად დაყოფის” თემასაც შეეხო და ტრამპი იმაშიც დაადანაშაულა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიზანი მოქალაქეების სქესობრივი, თუ რასობრივი ნიშნით დაყოფაა.
“ამერიკელებმა კარგად ვიცით, რომ იმაზე გაცილებით მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე ჩვენს შორის განსხვავებებია” - კამალა ჰარისი
საპრეზიდენტო დებატებში კანდიდატების მიზანი მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვება და ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე ისეთი პასუხების გაცემაა, რომლებზე დაყრდნობითაც ამომრჩეველმა საბოლოო არჩევანი უნდა გააკეთოს. თუ მხოლოდ ბოლო დებატებით ვიმსჯელებთ, ამერიკამ მალე პირველი ქალი პრეზიდენტის დანიშვნა უნდა იზეიმოს. CNN-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 63%-ის აზრით, დებატებში გამარჯვებული კამალა ჰარისია.
Ad Summit Tbilisi 20 ივნისს, 2025 წლის გამოშვებით ბრუნდება. წლის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ქართული ციფრული მარკეტინგული სამიტი ამჯერად რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიების Global Tech Weekend Tbilisi 2025 ფარგლებში გაიმართება.
20-22 ივნისს თბილისი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend 2025-ს უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქი რეგიონში ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და თანამშრომლობის ჰაბად მოგვევლინება. როგორც ღონისძიების მედია პარტნიორები, The Diary-ს გუნდი ამ უნიკალური ფესტივალის ნაწილი გახლავთ.