ლედი გაგა და მაიკელ პოლანსკი დაინიშნნენ. გაბრიელ ატალი, საფრანგეთის პრემიერ მინისტრი კი პირველი იყო, ვისაც ლედი გაგამ ეს ინფორმაცია გაუზიარა. ატალი საკმაოდ აქტიურია ტიკ-ტოკ პლატფორმაზე და მომღერლის შესახებ სიახლე, მან დაუყოვნებლივ თავის გამომწერებს გაუზიარა.
სტეფანი ჯერმანოტა acca Lady Gaga და ანტრეპრენერი პოლანსკი უკვე 4 წელია წელია ურთიერთობებში არიან. წყვილი პირველად 2020 წელს ლას ვეგასში, ახალი წლის ღამეს შენიშნეს. შემდეგ კი იყო პანდემია; კარანტინის პერიოდი გაგამ და პოლანსკიმ ერთად გაატარეს, რამაც წყვილი ძალიან დააახლოვა.
2021 წელი, ლედი გაგა და პოლანსკი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე
მაიკლ პოლანსკი და ლედი გაგას საერთო „გატაცება“ აქვთ, ორივე საქველმოქმედო საქმიანობითაა დაკავებული. წყვილი ერთად მუშაობს სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებზე.
როგორც გაგას გარემოცვა აღნიშნავს: „ მაიკლი ყველას უყვარს და გაგა ნამდვილად ბედნიერია მასთან ერთად. ის თავს ნამდვილად პრინცესად გრძნობს პოლანსკის გვერდზე. ის არ ჰგავს სხვებს, მაიკლი გაგაზე ზრუნავს და ნამდვილი ჯენტლმენია“.
პოლანსკიმდე გაგა ქრისტიანო კარინოზე იყო დანიშნული, მაგრამ 2019 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. უფრო ადრე კი, 2015 წლის თებერვალში ის შოუს Friday Night Lights ვარსკვლავ, ტეილორ კენიზე დაინიშნა, თუმცა ამავე წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
Ad Summit Tbilisi 20 ივნისს, 2025 წლის გამოშვებით ბრუნდება. წლის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ქართული ციფრული მარკეტინგული სამიტი ამჯერად რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიების Global Tech Weekend Tbilisi 2025 ფარგლებში გაიმართება.
20-22 ივნისს თბილისი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend 2025-ს უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქი რეგიონში ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და თანამშრომლობის ჰაბად მოგვევლინება. როგორც ღონისძიების მედია პარტნიორები, The Diary-ს გუნდი ამ უნიკალური ფესტივალის ნაწილი გახლავთ.